Magnus Insurance გაფართოებას გეგმავს
ქართული სადაზღვევო კომპანია Magnus Insurance Brokers-ი მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Goergia-ს ესაუბრა.
„ჩვენ ვართ შუამავლი რგოლი სადაზღვეო კომპანიასა და მომხმარებელს შორის. შევქმენით ასეთი სივრცე ე.წ სადაზღვეო მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია რომ ერთ სივრცეში შეადაროს სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიების შეთავაზებები და უკვე ამ შედარების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება და შეიძნოს სადაზღვეო პროდუქტი", - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი.
კომპანიისადმი ინტერესი მზარდია და დინამიკაც ამ კუთხით დადებითია.
„ზოგადად, დაზღვევა განვითარებადი სფეროა და სადაზღვეო ბროკერის ინსტიტუტი ჯერ-ჯერობით განვითარების სტადიებს გადის. სხვა ჩვენს თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჯერ კიდევ ბევრი არის გასაკეთებლი იმისათვის რომ სადაზღვეო ბროკერის ინსტიტუტი განვითარდეს, მაგრამ დადებითი დინამიკა იგრძნობა. ფინანსურ სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, ბროკერის მეშვეობით დაზღვევის მოცულობაც იზრდება და საკმაოდ კარგი დინამიკაა“, - აცხადებს მაია კახიანი.
კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი სადაზღვეო პროდუქტი მწვანე ბარათია, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო კომპანიებისთვის.
„ზოგადად, ჩვენი კომპანია დაზღვევის სფეროში ნებისმიერ დაზღვევის სახეობას სთავაზობს, მაგრამ განსაკუთრებით ვთვლი უპირატესობად იმას, რომ ჩვენ გვაქვს ერთი განსაკუთრებული პროდუქტი ეს არის მწვანე ბარათი სატრანსპორტო კომპანიებისთვის განკუთვნილი. ეს არის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა, რომელსაც მხოლოდ ჩვენი კომპანია სთავაზობს დღესდღეობით ბაზარზე“, - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი.
კომპანია, სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება მომხმარებლებსთვის სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებაც.
„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ვგეგმავთ გაფართოებას. ამ ეტაპზე თბილისში და ბათუმში არის წარმოდგენილი ჩვენი კომპანია, მაგრამ წლის ბოლომდე ვგეგმავთ სხვადასხვა მსხვილ ქალაქებში გავხსნათ ფილიალები და ასევე, სხვადასხვა ბენეფიტები შევთავაზოთ ჩვენს დაზღვეულებს “, - განმარტავს მაია კახიანი.
აღსანიშნავია, კომპანიის მისია, რაც გულისხმობს შემდეგს - შესთავაზოს კლიენტებს მათ მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო დაზღვევის და გადაზღვევის პირობები, ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გაყიდვების მეთოდები და მუდმივად იყოს მათი ინტერესების დამცველი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.