მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

news image
mbc image

თიბისის მუდმივად განახლებად მობაილბანკს მაისში არაერთი ახალი ფუნქციონალი და გაუმჯობესება დაემატა, რომლებიც შენს საჭიროებებს ერგება და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გთავაზობს. 

მაისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახლება ოვერდრაფტის სრულად ციფრულად დამტკიცების შესაძლებლობაა. თუ აქამდე აქამდე ოვერდრაფტის გასააქტიურებლად ფილიალში მისვლა ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება გჭირდებოდა, ახლა ამის გაკეთება პირდაპირ მობაილბანკიდან, სულ რაღაც 1-2 წუთში შეგიძლია. 

ამ ეტაპზე, ოვერდრაფტის სრულად მობაილბანკიდან დამტკიცების შესაძლებლობა საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. 

დიდი სიახლეა მობაილბანკში კრიპტო პლატფორმის დამატება, რომელიც 60-მდე კრიპტოაქტივით ვაჭრობის შესაძლებლობას გაძლევს. სასურველი კრიპტოაქტივის ყიდვა და გაყიდვა 24/7 რეჟიმში, პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია, დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და ცალკე რეგისტრაციის გარეშე. 

ახალი ფუნქციონალი კრიპტოაქტივებზე წვდომას უკვე ნაცნობ ციფრულ გარემოში გთავაზობს, რაც ინვესტირების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. 

ფინანსების მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახდა „ჩემი ფინანსების“ განახლებული ფუნქციონალით. ახლა შეგიძლია ფინანსური სტატისტიკიდან ამოიღო ის ტრანზაქციები, რომლებიც რეალურად შენს ყოველდღიურ ხარჯებს არ ასახავს. შედეგად, „ჩემი ფინანსები“ უფრო ზუსტ და რელევანტურ სურათს გაჩვენებს. 

მაისის განახლებებს შორისაა QR-ით თანხის განაღდების პროცესის გაუმჯობესებაც. ახალი ვერსიით, ბანკომატიდან QR-ით თანხის გამოტანისას, უკვე შეგიძლია შეამოწმო რომელი კუპიურებია ხელმისაწვდომი.

თიბისი მობაილბანკი მუდმივად ვითარდება შენი საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით. მაისის განახლებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ყოველდღიური ფინანსური საკითხების მართვა უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის, მობაილბანკის განახლება უკვე შენს ხელშია. მომდევნო განახლებამდე კი, თავად გამოსცადე მობაილბანკის შესაძლებლობები -

https://app.tbcbank.ge/YiId/lnruz1fr

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა