მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

MAIZEN მომხმარებელს სააღდგომო კოლექციას სთავაზობს, სადაც გემო და ხელოვნება ერთ ისტორიად ერთიანდება

news image
mbc image

ქართული კონცეპტუალური ბრენდი MAIZEN მომხმარებელს წელსაც განსაკუთრებულ სააღდგომო პროექტს – MAIZEN Easter Collection 2026, ლიმიტირებულ კოლექციას სთავაზობს, რომელიც აერთიანებს კულინარიას, თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინს.

ქართული კონცეპტუალური ბრენდი MAIZEN წელს მომხმარებელს კვლავ განსაკუთრებულ სააღდგომო პროექტს - MAIZEN Easter Collection 2026 -ლიმიტირებულ კოლექციას სთავაზობს, რომელიც აერთიანებს კულინარიას, თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინს.

პროექტის მთავარი იდეა არის ტრადიციული სააღდგომო დესერტის - პანეტონეს გადაქცევა არა მხოლოდ გემოვნურ გამოცდილებად, არამედ კულტურულ და ესთეტიკურ ობიექტად, რომელიც აერთიანებს გემოს, ისტორიას და ქართულ შემოქმედებას.

MAIZEN ყოველ წელს ქმნის სააღდგომო კოლექციას, რომელიც აერთიანებს:

  • იტალიური ტექნოლოგიით მომზადებულ პრემიუმ პანეტონეს;
  • ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრებს;
  • კოლექციურ შეფუთვას, რომელიც პროდუქტს უნიკალურ საჩუქრად აქცევს.

პროექტის ფარგლებში MAIZEN თანამშრომლობს ქართველ დიზაინერ სოფიო გონგლიაშვილთან, რომლის ნამუშევარი კოლექციის ვიზუალურ კონცეფციად იქცა. მის კომპოზიციაში გამოყენებული სიმბოლოები - თეთრი ცხენი, ვარდი და ცისფერი ტონალობა ასახავს აღდგომის მთავარ იდეებს: განახლებას, სიყვარულს და თავისუფლებას.

კოლექციის გასტრონომიული ნაწილი შეიქმნა კონდიტერ ირაკლი კახიძესთან თანამშრომლობით, რომელმაც სპეციალურად MAIZEN-ისთვის შექმნა უნიკალური პანეტონეები, დამზადებული იტალიური ტექნოლოგიით, ბუნებრივი საფუარითა და პრემიუმ ინგრედიენტებით.

MAIZEN-ისთვის ეს პროექტი მხოლოდ პროდუქტის შექმნა არ არის. ბრენდის მიზანია ქართული ხელოვნების და დიზაინის ინტეგრირება თანამედროვე კულტურულ პროდუქტებში, რათა თითოეული კოლექცია იქცეს ისტორიად, რომელიც ინახავს ემოციას, ხელწერას და ტრადიციას.

კოლექცია შექმნილია:

  • ოჯახური სააღდგომო სუფრისთვის;
  • განსაკუთრებული საჩუქრისთვის;
  • კორპორატიული პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის.

ყველა პროდუქტი დამზადებულია საქართველოში და წარმოდგენილია ლიმიტირებული რაოდენობით, რაც კოლექციას კიდევ უფრო განსაკუთრებულს და კოლექციურს ხდის.

MAIZEN - სივრცე, სადაც ხელოვნება და გემო ერთმანეთს ხვდება.

ინფორმაციისთვის, MAIZEN არის კონცეპტუალური ბრენდი, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, დიზაინს და კულინარიას. მისი პროექტები ხშირად იქმნება ქართველ არტისტებთან კოლაბორაციაში და მიზნად ისახავს თანამედროვე ქართულ კულტურაში ახალი გამოცდილებების შექმნას.

ბრენდის ფილოსოფია სამი სიტყვით გამოიხატება: COLLECT. SHARE. REMEMBER.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა