მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

Maizen × Scoopee by Chef Harbuz - კოლაბორაცია, რომელმაც საქართველოში შავი ნაყინის პირველი კონცეფცია შექმნა

news image
mbc image

თბილისში ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გასტრონომიული კოლაბორაცია Maizen-სა და Scoopee by Chef Harbuz-ს შორის შედგა - თანამშრომლობა, რომელმაც დესერტის მიმართ არსებული სტანდარტული წარმოდგენა სრულიად ახალ ფორმატში გადაიყვანა.

საქართველოს პირველი და ერთადერთი მატჩა ბარი — Maizen და Scoopee by Chef Harbuz, გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ კოლექცია, სადაც გემო, ვიზუალური იდენტობა და თანამედროვე გასტრონომია ბუნებრივად ერთიანდება.

კოლაბორაციის მთავარი იდეა საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის შექმნა იყო - შავი ნაყინების სერია, რომელიც სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.

პირველად საქართველოში Maizen-მა იაპონიიდან შემოიტანა ბუნებრივი ბამბუკის ნახშირის ფხვნილი - ინგრედიენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე იაპონურ და აზიურ გასტრონომიაში. ბამბუკის ნახშირი გამოირჩევა ბუნებრივი დეტოქს თვისებებით, მსუბუქი მინერალური შემადგენლობითა და ინტენსიური შავი ფერით, რომელიც პროდუქტს უნიკალურ ვიზუალურ ხასიათს აძლევს ბუნებრივი გზით, ხელოვნური საღებავების გარეშე.

კოლექციის ყველა გემო შეფ რუსლან ჰარბუზის მიერ სპეციალურად ამ თანამშრომლობისთვის შეიქმნა. თითოეული რეცეპტი ნულიდან დამუშავდა - ზუსტად იმავე მიდგომით, როგორითაც მაღალი გასტრონომიის კერძები იქმნება: დეტალებზე ყურადღებით, ტექსტურების ბალანსითა და ინგრედიენტების გააზრებული კომბინაციით.

კოლექცია ოთხ განსხვავებულ გემოს აერთიანებს - კარამელიზებული პოპკორნი, რომელიც ნოსტალგიურ შეგრძნებებს იწვევს; ინტენსიური მუქი შოკოლადი დახვეწილი და ნაკლებად ტკბილი პროფილით; შავი მოცხარისა და ლავანდის არომატული შეხამება; და იაპონური მატჩა ჟოლოთი და თეთრი შოკოლადით, სადაც სიტკბო, სიმჟავე და მატჩას ბუნებრივი სიღრმე იდეალურ ბალანსს ქმნის.

თავის მხრივ, Maizen აგრძელებს თანამედროვე მატჩას კულტურის, იაპონური ესთეტიკისა და ახალი lifestyle გამოცდილებების განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ ხედვების თანხვედრამ აქცია Maizen × Scoopee-ის კოლაბორაცია ასეთი ორგანული და გამორჩეული.

ეს პროექტი მხოლოდ ნაყინის კოლექცია არ არის.

ეს არის ისტორია გემოზე, ესთეტიკაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი პროდუქტი ადამიანისთვის ნამდვილ გამოცდილებად იქცეს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

19.10.2026.18:52

საქართველოს ბანკი ბიზნესის კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი გზავნილია: „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“.

ბიზნესის მართვისას საჭიროებები მუდმივად იცვლება. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯების გადადგმა, ზრდასთან ერთად - დამატებითი რესურსების მოძიება, ყოველდღიურ საქმიანობაში კი - დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება. ახალი შესაძლებლობების გაჩენისას ბიზნესს სწრაფი მოქმედება სჭირდება, განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი - ცოდნა, შესაბამისი ინსტრუმენტები და მხარდაჭერა.

სწორედ ამ საჭიროებებს ეხმიანება კამპანია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მათზე მორგებული შესაძლებლობები აღმოაჩინონ.

საქართველოს ბანკის ბიზნეს ეკოსისტემა აერთიანებს ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას, ციფრულ ინსტრუმენტებს, ბიზნესის მართვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და მხარდამჭერ პროგრამებს.

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულების ერთიან მიდგომას გამოხატავს. კამპანიის მიზანია, მეწარმეებს შეახსენოს, რომ თითოეული გამოწვევისა თუ ახალი მიზნისთვის ბანკში შესაბამისი ინსტრუმენტი, რესურსი ან მხარდაჭერის შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, როდესაც ბიზნესს გაყიდვების ზრდა სჭირდება, მას საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი შეუძლია გამოიყენოს; განვითარების ახალი ეტაპისთვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად ხელმისაწვდომია სრულად ციფრული, აგრო ან ბიზნეს დაფინანსება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებისთვის ბიზნესს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი, ხოლო გადახდების მართვისთვის - ბიზნეს მენეჯერის შესაბამისი ინსტრუმენტები შეუძლია გამოიყენოს; ბიზნეს 360° კი მეწარმეებს ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს კი მცირე ნაწილია იმ ერთიანი ეკოსისტემისა, რასაც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ვქმნით”, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის ბიზნესზე ორიენტირებული პროდუქტებისა და ინიციატივების შესახებ გაიგეთ მეტი: https://bankofgeorgia.ge/ka/business

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა