MAIZEN x MISSONI - დიზაინის, ესთეტიკისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის გამორჩეული საღამო თბილისში
თბილისში, კონცეპტუალურ სივრცე MAIZEN-ში, კიდევ ერთი გამორჩეული და დახვეწილი საღამო გაიმართა Missoni x MAIZEN-ის კოლაბორაციის ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ Missoni-ს წარმომადგენლები იტალიიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს MAIZEN-ისა და საერთაშორისო ბრენდების წარმატებულ თანამშრომლობას.

MAIZEN დღეს ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია Missoni Tableware-ის საქართველოში და აგრძელებს მსოფლიო დონის დიზაინისა და lifestyle ბრენდების ქართულ ბაზარზე წარმოდგენას.
საღამოს ესწრებოდნენ MAIZEN-ის მომხმარებლები, დიზაინის, მოდის, არქიტექტურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ინფლუენსერები და ბრენდის მეგობრები. ღონისძიება აერთიანებდა თანამედროვე ესთეტიკას, იტალიურ დიზაინს, მუსიკას, კომუნიკაციასა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც უკვე MAIZEN-ის ხელწერად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, პირველად სწორედ MAIZEN-ში გახდა ხელმისაწვდომი Missoni-ს ახალი კოლექცია “Waves”, რომელმაც საერთაშორისო დიზაინის სამყაროში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. კოლექცია უკვე გაყიდვაშია MAIZEN-ის შოურუმში.

MAIZEN ეტაპობრივად აგრძელებს საქართველოში ახალი, საინტერესო და საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, რითაც ქმნის უნიკალურ სივრცეს დიზაინის, კულტურისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის მოყვარულთათვის.
ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ კიდევ ბევრი საინტერესო საღამო, კოლაბორაცია და სპეციალური ღონისძიებაა დაგეგმილი. ამასთან, MAIZEN ძალიან მალე ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთ საერთაშორისო, ყველასთვის საყვარელ და ცნობილ ბრენდს წარუდგენს.

დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
სხვა სიახლეები
უსაფრთხო გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და მრავალფეროვანი პროგრამები - როგორია „ია და ბავშვების“ თანამედროვე არაფორმალური განათლების სივრცის კონცეფცია
15.05.2026.18:00
„ია და ბავშვები“ არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც გაიხსნა პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. ცენტრი ბაზარზე 2025 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს ია აფციაურს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ია და ბავშვები“ არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც გაიხსნა პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით. განათლების თანამედროვე სივრცე, რომელიც ბავშვების ჰოლისტურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ცენტრი ბაზარზე ოპერირებს 2025 წლიდან და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც აკადემიური, ისე ემოციური და სოციალური უნარების განვითარების პროგრამებს. ცენტრში ინტეგრირებულია სხვადასხვა მიმართულება - შემეცნებითი კლუბები, არტთერაპია, მენტალური არითმეტიკა, ჭადრაკი, უცხო ენები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები (2+ ასაკიდან), სხვადასხვა თემატური პროექტები და ვორქშოფები, მშობელთა კლუბი და ა.შ. რომლებიც თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხო, მხარდამჭერი და მეგობრული გარემოს შექმნას, სადაც ბავშვი თავს თავისუფლად და დაფასებულად გრძნობს.

ცენტრის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში ჩვენი მთავარი ღირებულება ბავშვების სიყვარული იყო. არ მინდოდა, რომ "ია და ბავშვები" ყოფილიყო უბრალოდ მორიგი "წრეების" ცენტრი. ჩემი მიზანი იყო განათლების ბაზარზე შემეტანა მეტად მნიშვნელოვანი, ემოციურ კავშირსა და ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული გამოცდილება: ურთიერთობა, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით? რამდენად მზარდია ტენდენცია?
დღეს მშობლების მხრიდან მნიშვნელოვნად იზრდება ინტერესი ისეთი საგანმანათლებლო სივრცეების მიმართ, რომლებიც მხოლოდ აკადემიურ ცოდნაზე არ არის ორიენტირებული და ბავშვის ემოციურ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებასაც თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. თანამედროვე გარემო და სწრაფად ცვალებადი რეალობა მშობლებს უბიძგებს, შვილებისთვის შეარჩიონ სივრცეები, სადაც ბავშვები შეძლებენ არა მხოლოდ სწავლას, არამედ კომუნიკაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და დამოუკიდებელი უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების მიმართულება მზარდ ტენდენციად გვესახება და მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს. ეს არ არის ინვესტიცია, რომელიც სწრაფ ან გარანტირებულ მოგებას გვპირდება; ეს არის ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, ემოციებსა და მომავალში, რაც დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, ბევრად მეტ მოტივაციას და ძალისხმევას აღმოგაჩენინებს საკუთარ თავში, ვიდრე მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობა.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ია და ბავშვების“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა თითოეული ბავშვის მიმართ ინდივიდუალური, ჰუმანური და ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომაა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნდობაზე, მხარდაჭერასა და კეთილგანწყობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, რაც თითოეული ადამიანისათვის კომფორტულ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. ამასთანავე, კომპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი წარმოადგენს - ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ სფეროში კვალიფიციურები არიან, არამედ ბავშვებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, სითბოთი და ემპათიით გამოირჩევიან. ამასთანავე, ვცდილობთ, ჩვენი სერვისები და პროგრამები ფასობრივად ხელმისაწვდომი იყოს ბევრი ოჯახისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ხარისხიან და მზრუნველ საგანმანათლებლო გარემოზე წვდომა მაქსიმალურად მრავალ ბავშვს უნდა ჰქონდეს.
როგორია სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
კომპანიის განვითარების ხედვა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნას უკავშირდება - სივრცის, რომელიც კიდევ უფრო მეტ ბავშვსა და ოჯახს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი, თანამედროვე და ემოციურად მხარდამჭერი სერვისები.

ცენტრში უახლოეს პერიოდში იგეგმება პროგრამებისა და მიმართულებების გაფართოება. გვინდა, ბავშვებს შევთავაზოთ ისეთი თანამედროვე და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი აქტივობები, როგორიცაა STEM განათლება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული და ტექნოლოგიური უნარების განვითარება, შემოქმედებითი და კვლევითი პროექტები, სოციალური და ემოციური უნარების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამები. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, რათა სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო, პრაქტიკული და ინტერაქტიული გახდეს. აქვე, განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება „მშობლების კლუბის“ გაფართოებაც - სივრცის, სადაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა, დაესწრონ სხვადასხვა თემატურ შეხვედრებს, ტრენინგებსა და ვორქშოფებს ბავშვის განვითარების, აღზრდისა და ფსიქოემოციური კეთილდღეობის მიმართულებით.

კომპანიის გრძელვადიანი მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ბავშვი, მშობელი და მასწავლებელი ერთიანი, ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული საზოგადოების ნაწილად იგრძნობენ თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ია და ბავშვები“ ასოცირდებოდეს არა მხოლოდ განათლებასთან, არამედ სითბოსთან, ნდობასთან, ზრუნვასთან და იმ პოზიტიურ გამოცდილებასთან, რომელიც თითოეული ოჯახის ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.