მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მახინჯაურში ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა მალე დასრულდება - „მზიური გარდენსი“

news image
mbc image

სულ მალე, მახინჯაურში ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი აღდგება და საერთაშორისო სტანდარტების მქონე 60-ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი მოეწყობა. 

„მზიური გარდენსი“ პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს. 

კურორტი კომპლექსის მობინადრეებსა და ვიზიტორებს სამკურნალო თერმულ წყლებსა და უნიკალურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს შესთავაზებს.

პროექტს „მზიური გარდენსთან“ ერთად ბრიტანული კომპანია MRMU International ახორციელებს.

„მზიური გარდენსში“ საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად 5*-ანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Crown Plaza  განთავსდება, რომელიც 180 ნომერზე გათვლილი სასტუმრო იქნება.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია „მზიური გარდენსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ნასყიდაშვილმა განუცხადა, „მზიური გარდენსში“ წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართების მშენებლობა დასრულდება, ხოლო რაც შეეხება სასტუმრო Crown Plaza-ს ამოქმედებას, 2024 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

პროექტის ფარგლებში „მზიური გარდენსი“ 600 აპარტამენტს გააერთიანებს, რომლის დაახლოებით 80%-ი უკვე რეალიზებულია.

მომხმარებლისთვის პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის ფაქტი, რომ "მზიური გარდენსში“, აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

მთლიანობაში პროექტი მოიცავს ორ 15-სართულიან და ერთ 17 სართულიან შენობას.

„მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, სპეციფიკური ლანდშაფტი, ენდემური ჯიშის მცენარეები და ბალნეოკურორტი, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკ ლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. 

პროექტის „მზიური გარდენსი“  ჯამური საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.

აღსანიშნავია, რომ “მზიური გარდენსის” ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსი პირველი პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში, რომელსაც ბრიტანული კომპანია MRMU International ახორციელებს.

სწორედ ინვესტორი კომპანიის მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს პროექტის მაღალი სტანდარტით მშენებლობას და შემდგომ ოპერირებას. უნიკალური ბუნებრივი პირობების, თერმული წყლების და მიკროკლიმატის გამო, ინვესტორის და დამფუძნებლების მიერ პროექტის განხორციელებისთვის შეირჩა ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია.

Crowne Plaza არის  მაღალი კლასის სასტუმროების  ბრიტანული ქსელი, რომლის სათაო ოფისი გაერთიანებულ სამეფოშია. ის წარმოადგენს InterContinental Hotels Group (IHG) ბრენდების ნაწილს, რომელიც მოიცავს InterContinental Hotels & Resorts-ს და Holiday Inn Hotels & Resorts-ს და მუშაობს თითქმის 100 ქვეყანაში 431-ზე მეტი სასტუმროთა და 118,000 ნომრით, როგორც წესი, მდებარეობს ქალაქში. ცენტრები, კურორტები, სანაპირო ქალაქები ან დიდ აეროპორტებთან ახლოს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა