მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
Eagle Hills-მა სირიის ხელისუფლებასთან ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში რამდენიმე საცხოვრებელი და ტურისტული პროექტი განხორციელდება. მასშტაბური პროექტები სირიის დედაქალაქში Damascus Heights-ითა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე Latakia Yachts & Marina-თი დაიწყება.
პროექტების დაგეგმვისა და განვითარების ეტაპზე Eagle Hills სირიის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივ გამოცდილებას გაითვალსიწინებს, ისევე როგორც თითოეული ლოკაციის თავისებურებას, ინფრასტრუქტურასა და სერვისების საჭიროებას.
„სირიაში ინვესტიციას ვახორციელებთ, რადგან გვჯერა ამ ქვეყნის, მისი ხალხის გამძლეობისა და შესაძლებლობების და ზრდის იმ რეალური პერსპექტივების, რაც მას გააჩნია. ამ ორი პროექტის მეშვეობით, ჩვენი მიზანია შევქმნათ დასაქმების, მეწარმეობის და ინვესტირების შესაძლებლობები” - განაცხადა Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა.
Damascus Heights-ის გეგმა მოიცავს საცხოვრებლებს, სასტუმროებს, კომერციულ და ბიზნეს ობიექტებს. ასევე სკოლებს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, მწვანე სივრცეებსა და მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილ სერვისებს. ზღვისპირა მიმართულება - Latakia Yachts & Marina კი მოიცავს საცხოვრებლებს, სასტუმროებს, ბრენდირებულ რეზიდენციებსა და დასასვენებელ ობიექტებს.
მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე, პროექტები ხელს შეუწყობს სირიაში ეკონომიკურ აქტივობასა და ტურიზმს, შექმნის სამუშაო ადგილებს მშენებლობის, სასტუმრო მომსახურებისა და სერვისების სექტორში. მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები დამასკოსა და ლატაკიაში უახლოეს მომავალში დაიწყება.
ადგილობრივი ბიზნესი და ადამიანური რესურსი ორივე პროექტის განვითარებასა და მართვაში მთავარი საყრდენი იქნება. Eagle Hills მიესალმება პროექტებში სირიაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სირიელების მონაწილეობას. პრიორიტეტი მიენიჭებათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სირიელ პირებს, ბიზნესებსა და ინსტიტუტებს. ინფორმაცია ორივე პროექტის შესახებ, ასევე განაცხადის წარდგენის თაობაზე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - www.eaglehillssyria.com.

Eagle Hills აბუ-დაბიში დაფუძნებული უძრავი ქონების საინვესტიციო და დეველოპერული კერძო კომპანიაა, რომლიც 18-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 45 სასტუმრო პორტფელს ფლობს. კომპანია ავითარებს გამორჩეულ მრავალფუნქციურ და ექსკლუზიურ ობიექტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც მართავს გენერალური დაგეგმარებით, დახვეწილი დიზაინითა და ხარისხისადმი ერთგულებით.
საცხოვრებელი, სტუმარ-მასპინძლობის, საცალო ვაჭრობის, დასასვენებელი და საჯარო სივრცეების გაერთიანებით, Eagle Hills-ი ქმნის ინტეგრირებულ მიმართულებებს, რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ გარემოს, აძლიერებენ ადგილობრივ ეკონომიკას და ქმნიან გრძელვადიან ღირებულებას საზოგადოებისთვის.

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
06.10.2026.11:46
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ Awards 2026-ზე ორ საერთაშორისო კატეგორიაში დაჯილდოვდა. ბანკმა მიიღო ჯილდოები საუკეთესო გუნდისთვის მონაცემთა ან AI მიმართულებებით (Best Data or AI Team (International) და მონაცემთა ან AI მიმართულებებით მნიშვნელოვანი მიღწევისთვის (Breakthrough with Data or AI – (International).
პირველ შემთხვევაში, DataIQ-მ საქართველოს ბანკის 70-მდე თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მუშაობა შეაფასა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ჩართულობით, ბანკის არასაკრედიტო გადაწყვეტილებების მიმართულებით AI ინიციატივების მიერ მოტანილი წლიური გავლენა ათჯერ გაიზარდა. შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ AI-ს დახმარებით დაკრედიტების დრო ერთ წუთამდე შემცირდა, პერსონალიზებული შეთავაზებები მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენაში ეხმარება, ხოლო ჩატბოტის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო კითხვებზე პასუხი რამდენიმე წამში მიიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
ბანკში AI-ის გამოყენების გასაფართოებლად შეიქმნა დაახლოებით 150 ადამიანისგან შემდგარი AI ამბასადორების ქსელი, თანამშრომლების მიერ კი 600-მდე AI ასისტენტი შეიქმნა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება.
მეორე ჯილდო — Breakthrough with Data or AI – International — საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ Data Science Agent Factory -ს გადაეცა. ეს მრავალაგენტიანი სისტემაა, რომელიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვის, კვლევის, მოდელირების, ვალიდაციისა და დეველოპმენტის პროცესების ნაწილს ავტომატიზებას უწევს.
Data Science Agent Factory-ში 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტი და მიკროაგენტი მუშაობს. სისტემა შექმნილია იმ პრინციპით, რომ აგენტები ასრულებენ სამუშაოს, ხოლო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თანამშრომლები იღებენ.
„ჩვენთვის ეს ორი ჯილდო მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ისინი ერთი და იმავე ცვლილების ორ მხარეს აჩვენებს — როგორ შეიცვალა თავად გუნდის მუშაობის მოდელი და როგორ შეიძლება ამ ცვლილებამ მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდოს. Agent Factory-ის შემთხვევაში ადამიანების როლი არ გამქრალა — პირიქით, ადამიანური გადაწყვეტილება იმ ეტაპებზე გადავიტანეთ, სადაც გამოცდილება და განსჯა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო რუტინული და შრომატევადი სამუშაოების დიდი ნაწილი აგენტებს გადავეცით. შედეგად, გუნდს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, სწრაფად დატესტოს ახალი იდეები და რეალურ ბიზნესპრობლემებზე იმუშაოს. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს. აღნიშნული ჯილდოები მათ მიერ გაწეული ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. 2026 წლის კონკურსში საქართველოს ბანკი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.