მალე ჩვენს სტუმრებს განახლებულ სერვისს შევთავაზებთ - ,,კასტელო მარე“
ციხისძირში მდებარე მსხვილი ტურისტული ობიექტი „კასტელო მარე“ წლის ბოლომდე მომხმარებლებს საუკეთესო პირობებით, შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ზანდა მესხიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ დამსვენებლების რაოდენობაც გაიზრდება. მათ შორის, ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან, რომლებსაც სასტუმროს სხვადასხვა სერვისით სარგებლობა უკვე ხვალიდან შეცვლილი, თუმცა ლიმიტირებული ტარიფით შეძლებენ.
„მიმდინარე პერიოდში დაგეგმილი გვაქვს აქცია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები 320 ლარად (ორ პერსონაზე) დაისვენებენ. ამ ტარიფში შედის ცხელი ზონა: ოთხი ტიპის საუნა, ასევე საუნა და კვება. აქცია ლიმიტირებულია და 13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად გვაქვს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია Hot sale - თან გარკვეული ფასდაკლება და იქ უკვე 255 ლარია განსაზღვრული.
შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ჩვენი სასტუმრო ადგილობრივი დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ვითვალისწინებთ ასევე მუდმივ სტუმრებს, რომლებსაც გამოხმაურების შემთხვევაში, გაეგზავნებათ მარკეტინგული შეტყობინებები, რომლის საფუძველზეც აუცილებლად მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას მიმდინარე პერიოდში, ასევე სხვადასხვა ტიპის სპა-პროცედურებს. გარდა ამისა, ქორწილებისა და ბანკეტების მიმართულებაც გვაქვს გათვალისწინებული, სადაც ასევე გარკვეული შეთავაზებები გაკეთდება“, - ამბობს ზანდა მესხიძე.
უახლოეს მომავალში იგეგმება თანამშრომლობა ,,კასტელო მარესა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის.
,,ეს იქნება კოლაბორაციის წარმატებული მაგალითი, რაც სასტუმროში დამსვენებლებზე პოზიტიურად იმოქმედებს. შევთავაზებთ ტურებს ბოტანიკურ ბაღში, სადაც შეეძლებათ მოიწყონ ფოტოსესია, დაათვალიერებენ იქ არსებულ ორანჟერიას, ასევე პეტრას ციხეს, რომელიც უნიკალური ღირსშესანიშნავი ადგილია აჭარაში. განვახორციელებთ კიდევ რამდენიმე აქტივობას გვიან შემოდგომის ჩათვლით და შემდეგ უკვე ახალი წლის სეზონისთვის დავიწყებთ სამზადისს“, - ამბობს ზანდა მესხიძე Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.