მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მალე, საქართველოში ოპერირებას კიდევ ერთი მსხვილი კომპანია დაიწყებს - მიხეილ ხიდურელი

news image
mbc image


პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ ფართო შესაძლებლობებს და ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, ბიზნესის სიმარტივე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და რაც ყველაზე მთავარია სტაბილურ გარემოს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა თბილისში მიმდინარე ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების (BPO) ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში განაცხადა.

სამიტი, რომელსაც BPO ინდუსტრიის წარმომადგენელი 15-მდე საერთაშორისო კომპანია ესწრება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით იმართება.

მიხეილ ხიდურელის თქმით, დღეს BPO სექტორი არის ინდუსტრია, სადაც მაღალი ხელფასები და ზრდის დიდი პოტენციალია. მისივე განმარტებით, ამის საუკეთესო მაგალითია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „მეიჯორელი“ და „კონსენტრიქსი“.

„დღეს შეხვედრა გვქონდა კიდევ 15-მდე საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, შევძელით და საქართველოში ჩამოვიყვანეთ. მსგავსი მაღალი დონის, მსხვილ კომპანიებთან, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები და მათი დათანხმება კონკრეტულ ქვეყანაში ჩასვლაზე საკმაოდ რთული, გრძელვადიანი პროცესი. ჩვენი სააგენტოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მალე BPO სექტორში მსოფლიოს ტოპ-5 კომპანიიდან ერთ-ერთი კომპანია დაიწყებს საქართველოში ოპერირებას, რაც დიდი მიღწევა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის სექტორი, რომელიც პირველ რიგში ეძებს ქვეყანაში უცხო ენების შესაძლებლობებს და ნიჭიერ თანამშრომლებს, საბედნიეროდ, საქართველოს გააჩნია ამის შესაძლებლობა არა მარტო დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებში. ამის საუკეთესო მაგალითია კომპანია „მეიჯორელი“, რომელიც უკვე წარმოდგენილია ქუთაისსა და ბათუმში და რამდენიმე ათას ადამიანს ასაქმებს. როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ეს სექტორი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია დასაქმებაში, რადგან თითო კომპანია, რომელმაც დაიწყო 100 ადამიანით, დღეს 5 ათას ადამიანამდე ასაქმებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

BPO ინდუსტრიის სამიტში აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან 15-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა PodcastAI-ი, GGA Solutions-ი, Nearshore America, Ventures Consulting და სხვა.

სამიტის ფარგლებში სტუმრები შეხვედრებს მართავენ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯაროს სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება და ემსახურება საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაციას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა