MAN Truck & Bus-ის საერთაშორისო აღიარება - კომპანიამ მდგრადობის რეიტინგში მოწინავე პოზიცია დაიკავა და ოქროს მედალი მიიღო
გერმანულმა უმსხვილესმა საავტომობილო ბრენდმა MAN Truck & Bus-მა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - კომპანიამ EcoVadis-ის მდგრადობის რეიტინგში მოწინავე პოზიცია დაიკავა და ოქროს მედალი დაიმსახურა. MAN Truck & Bus-მა ყველაზე მაღალი ქულა გარემოს დაცვის კატეგორიაში მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, MAN-ის სატვირთო ავტომობილებში გამონაბოლქვის დონე 51.2%-ითაა შემცირებული.
EcoVadis-ის რეიტინგით, რომელიც კორპორაციული მდგრადობის რეიტინგების გლობალური სტანდარტია, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 125 000-ზე მეტი კომპანია შეფასდა. ოთხი ძირითადი მიმართულებიდან - გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, ეთიკა და მდგრადი შესყიდვები - MAN Truck & Bus-ს უმაღლესი ქულა (80) მდგრადობის ნაწილში მიენიჭა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მონაცემები ეთიკის მიმართულებით და ეს მაჩვენებელი 60-დან (2022 წელი) 70-მდე გაიზარდა. 2023 წლის მონაცემებით, კომპანიის შეფასება საერთო რეიტინგშიც გაუმჯობესდა და 73 ქულა მიენიჭა. ცნობისთვის, საქართველოში MAN-ს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაTegeta Truck & Bus წარმოადგენს.
ალექსანდრე ვლასკამპი, MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ მდგრადობის სფეროში ჩვენი ძალისხმევა კიდევ ერთხელ საერთაშორისოდ აღიარეს. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო ჩვენთვის სტიმულია, სტანდარტები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, რათა ბაზარზე წარმატებულ ბრენდად დავრჩეთ და სულ უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხით“.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.