მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

ჩვენი მიზანი საქართველოში გამორჩეული პროექტების განვითარებაში ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებისა და ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების შეტანაა - BI Development International-ის აღმასრულებელი დირექტორი

news image

„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, შუა აზიის უდიდეს დეველოპერ - BI Group-თან - სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას. ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს ოპერირებს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას დღეისათვის 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს ჩაბარებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში დასაქმებულია 8,000 მეტი თანამშრომელი.

„მოხარულები ვართ „არქისთან“ თანამშრომლობით. ჩვენი მიზანი საქართველოში გამორჩეული პროექტების განვითარებაში ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებისა და ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების შეტანაა. ვფიქრობთ, რომ პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების ურბანული განვითარების ტენდენციებს ასახავს. არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი მოთამაშეების რეგიონში შემოსვლა საქართველოს ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. დღეს ეკონომიკური წინსვლითა და შედეგებით საქართველო სრულად პასუხობს გლობალური ინვესტორების მოლოდინებს",- აცხადებს BI Development International-ის აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი ამანგელდი ომაროვი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი განვითარებული, თანამედროვე და მოწინავეა - ის თავისუფლად შევა კონკურენციაში ევროკავშირის თითქმის ყველა საბანკო სექტორთან l შოთა ბერეკაშვილი

21.05.2026.22:50

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.⁠

„უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართა დღეს და მინდა აღვნიშნო რომ საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი განვითარებული, თანამედროვე და მოწინავე დარგია. ეს ის სექტორია, რომელიც თავისუფლად კონკურენციაში შევა ევროკავშირის თითქმის ყველა საბანკო სექტორთან და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენს ეკონომიკას ძალიან ძლიერი საფუძველი და დასაყრდენი აქვს პირველ რიგში და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარებაზე ამ შემთხვევაში, რომელიც არის ეკონომიკის წინა ხაზი, სწორედ ამ ეკონომიკური განვითარების საფუძველი და საყრდენი არის საქართველოს საბანკო სექტორი და უაღრესად დიდი წარმატება იყო ასევე საქართველოს საბანკო სექტორისთვის, როდესაც საქართველოს ბანკი  FTSE 100-ში მოხვდა და 100 საუკეთესო კომპანიას შორის ერთ-ერთი არის საქართველოს ბანკი. ზოგადად, ასეთ ფორუმებს ნამდვილად მივესალმები, რადგანაც ეს არის ჯანსაღი დისკუსია. ერთის მხრივ, იყო დისკუსია რეგულატორსა და საქართველოში ყველაზე დიდ ბანკს შორის, თუ როგორ შეიძლება საერთო ჯამში სერვისების კიდევ უფრო განვითარება, როგორ შეიძლება კონკურენციის კიდევ უფრო გაზრდა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენმა მოხმარებელმა მიიღოს საუკეთესო სერვისი და საუკეთესო საბანკო პროცენტის განაკვეთი",- აცხადებს ⁠შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" შეფასებისას.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა