მანგლისში საცხოვრებელი კორპუსი შენდება - ახალი შეთავაზება საქართველოს ბანკისა და „M-ლისი დეველოპმენტისგან“
საქართველოს ბანკი დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს სთავაზობს. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროდუქტია „გარანტირებული შენაძენი“, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მომხარებლისთვის კიდევ უფრო სანდო და მიმზიდველი გახდეს.
ასეთი კომპანიაა „M-ლისი დეველოპმენტი“, რომელიც აღნიშნული პროდუქტით ერთი წელია სარგებლობს და მომხარებელს საუკეთესო შეთავაზებას სთავაზობს.
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „M-ლისი დეველოპმენტი“ მანგლისში, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რომელიც 1800 კვ.მ ფართობზე განთავსდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 100 000 აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 აშშ დოლარია.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით მანგლისში, ცენტრალურ პარკთან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის მთავარ პლუსს მისი მდებარეობა წარმოადგენს. ბანკთან პარტნიორობა უკვე ერთ წელს ითვლის და პროექტი დაგეგმილი ვადის მიხედვით რამდენიმე თვეში დასრულდება.
ჩვენ ჩართული ვართ „გარანტირებული შენაძენის“ სქემაში, ეს კი გულისხმობს მეტ სანდოობას და საჭიროებას მომხმარებლისთვის. ჩვენი პროექტი სხვა კურორტებთან შედარებით იმით განსხვავდება, რომ დედაქალაქთან ძალიან ახლოს, სუფთა ჰაერზე, თბილისიდან ერთი საათის გზაზეა. ჩვენი სამომავლო გეგმებიც კურორტებსა და რეგიონებს უკავშირდება, სადაც გვსურს დეველოპერული პროექტები განვავითაროთ“, - აღნიშნავს „M-ლისი დეველოპმენტის“ დირექტორი, გიორგი დანელია.
ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან გარანტირებული შენაძენის გაკეთებას შეძლებს, რაც ერთი მხრივ, მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას ზრდის. მეორე მხრივ, ეს დეველოპერებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, საკუთარი საქმიანობა განავითარონ და მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ.
„ბინის შეძენის მსურველებისთვის ძირითადი რისკები დეველოპერული კომპანიების მიმართ კეთილსინდისიერებასთან და სამშენებლო უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. „გარანტირებული შენაძენი“ კი, შეიქმნა სწორედ მათთვის, ვისაც დეველოპერული კომპანიებისგან მეტი სანდოობა სჭირდება. „M-ლისი დეველოპმენტიც“ სწორედ აღნიშნულ პროდუქტშია ჩართული და მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზება აქვს. უკეთ, რომ ავხსნათ, „გარანტირებული შენაძენი“ გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს თუ დროულად არ ჩაბარდა ბინა, წინასწარ შენატანს ბანკი სრულად უნაზღაურებს. ეს კი ორივე მხარისთვის, როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.
„გარანტირებული შენაძენის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://m.bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/insurance
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.