მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მანჰეტენზე საშუალო ქირის ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია და თვეში $5 588 შეადგინა

news image
mbc image

„ივლისში მანჰეტენზე გაქირავების ფასმა ახალ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, ივლისის საშუალო თვიური ქირა იყო $5,588, 9%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით, რაც ახალი რეკორდია", - აღნიშნულის შესახებ CNBC-ი წერს.

ეს არის მეოთხე შემთხვევა ხუთი თვის განმავლობაში, როდესაც მანჰეტენის ქირამ ახალ რეკორდს მიაღწია.

მანჰეტენში საშუალო ქირა ახლა 30%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

ჯონათან მილერმა, შემფასებელი და კვლევითი ფირმის Miller Samuel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ აგვისტოში შესაძლოა, ქირის ახალი რეკორდი დაფიქსირდეს, რადგან ეს, პერიოდი როგორც წესი, პიკია - სექტემბერი ,,ქირავნობის თვეა", რაც განპირობებულია იმით, რომ  ოჯახები სასწავლო წლის დაწყებამდე ლოკაციას სწრაფად იცვლიან. 

ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების პროგნოზით ქირის ზრდის ტენდენცია მზარდი იქნება.  აშშ-ს აღწერის მონაცემებით 2020 წლის ივნისიდან 2022 წლის ივნისამდე უბნის მოსახლეობა 400 000-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამბობენ, რომ მოსახლეობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა, აღსანიშნავია, რომ 2019 წელის მონაცემებზე ნაკლებია.

უფრო მეტიც, მანჰეტენზე ოფისები ნახევარზე ნაკლებია დაკავებული. დისტანციური მუშაობის გამო ივლისის ბოლოს ნიუ-იორკის ოფისების მხოლოდ 48% იყო დაკავებული. 

მოსახლეობის შემცირებისა და დისტანციური სამუშაოების ზრდის მიუხედავად, მანჰეტენზე ქირა კვლავ იზრდება. ბროკერები ამბობენ, რომ გასაყიდი ბინების ნაკლებობამ, მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, შესაძლო მყიდველი აიძულა არჩევანი ქირავნობაზე გაეკეთებინათ. 

ბროკერები ამატებენ, რომ გასულ წელს ქირის 30%-დან 40%-მდე გაზრდის შემთხვევაშიც კი, ბევრმა დამქირავებელმა დარჩენა არჩია, რამაც ასევე მიწოდება. შეზღუდა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა