მარიამ ბაღდავაძე BV Consulting-ის უფროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა
მარიამ ბაღდავაძე BV Consulting-ის უფროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა.
„გვიხარია გაცნობოთ მნიშვნელოვანი პროფესიული სიახლე BV Consulting-ის გუნდში - მარიამ ბაღდავაძე უფროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა.
მარიამი უკვე ორი წელია ჩვენი გუნდის წევრია და ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული კომპანიის არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და სამართლებრივ საკითხში.
მისი პროფესიული განვითარება, პასუხისმგებლობა და საქმისადმი დამოკიდებულება სრულად ასახავს იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებზეც BV Consulting-ის გუნდი დგას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდის წევრები კომპანიასთან ერთად იზრდებიან, იღებენ მეტ პასუხისმგებლობას და პროფესიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადიან.
ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ წინსვლას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას", - აცხადებს BV Consulting.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.