მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის წარმომადგენლებს შეხვდა. 
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის შესაძლო შემოსვლაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის მოლაპარაკებები ჩინეთის ავიაკომპანიასთან დასკვნით ეტაპზეა და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული მხარის ამოცანაა, რომ ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის მიმდინარე წელსვე დაიწყოს.  
აღინიშნა, რომ China Eastern Airlines - ის დელეგაცია საქართველოში ვიზიტისას გაეცნო ქვეყნის საავიაციო  ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ დიდი სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. 
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. 
აღსანიშნავია, რომ China Eastern Airlines - ი ჩინეთის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს. ამჟამად ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე 2 ავიაკომპანიის მიერ -  Air China - 3 სიხშირით, China Southern Airlines - 5 სიხშირით. 
რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ჩინელ ვიზიტორთა 13,875 ვიზიტს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან განსხვავებით 40.1%-იანი ზრდაა. 2025 წელს ჩინეთი კვლავ მეთერთმეტე ადგილს იკავებს საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების ტოპ 15 ქვეყანას შორის. 2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის რეზიდენტთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით საგრძნობლად, 83.4%-ით, გაიზარდა და 88,583 ვიზიტი შეადგინა.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა