Marila საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს
„მარილა“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას აქტიურად გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებთან და ნიმუშებიც გაგზავნილია.
„ექსპორტის მიმართულებით, პროდუქცია იყიდება გერმანიაში მხოლოდ, მაგრამ ვემზადებით კიდევ ევროპის სხვა ქვეყნებში გასატანდ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ნიმუშები გაგზავნილია. მცირე რაოდენობით იყიდება ლონდონში და ნიუ-იორკში. სამომავლოდ, ძალიან გვინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ბრენდის შესახებ და მეტმა გამოიყენოს. ასევე გვინდა, რომ ექსპორტის წილი საგრძნობლად გაიზარდოს და იყოს ნახევარზე მეტიც კი იმიტომ რომ არ ვართ ფოკუსირებული ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, არამედ ჩვენთვის საინტერესოა როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ასევე გალფის ქვეყნები. გალფის ქვეყნებში ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანი ტრიალებს, არის ბევრი სახეობის რესტორანი მიუხედავად იმისა, რომ არსბეობს შეზღუდვები ალკოჰოლთნ დაკავშირებით, „მარილა“ არ შეიცავს ალკოჰოლს. მართალია, ღვინის პროდუქტია, მაგრამ მასში ალკოჰოლი აღარ არის დამზადების პროცესში. ასორტიმენტის გაზრდაც გვინდა. გვსურს გავაკეთოთ სხვადასხვა კერძებისთვის სხვადასხვა არომატები და გავამრავალფეროვნოთ, რადგან უყვარს მომხმარებელს სხვადასხვა არომატები და აუცილებლად გავზრდით “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.
აღსანიშნავია, რომ „მარილა“ იქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით. რეცეპტი დაცულია საქპატენტში, როგორც „მარილას“ მეთოდური ნაშრომი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.