მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მარილას“ დამფუძნებელმა იტალიაში ინოვატორის სტატუსი მიიღო

news image
mbc image

„მარილას“ დამფუძნებელმა იტალიაში ინოვატორის სტატუსი მიიღო!

2026 წლის 23-24 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მატერაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე მარილას დამფუძნებელს, ვახტანგ ვათიაშვილს, ინოვატორის სტატუსი მიენიჭა და სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიებას იტალიელმა ღვინის კრიტიკოსმა კარმელო სგანდურამ Carmelo Sgandurra და Zosimo Wine Critic-ის გუნდმა უმასპინძლეს. დაჯილდოებაზე ორგანიზატორების მიერ შერჩეული მსოფლიოს 100 საუკეთესო მარანი წარადგინეს.

„მარილა“ მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელიც ქართული ქვევრის ღვინისა და სიცილიური ზღვის მარილისგან მარილ-სანელებელს ქმნის. პროდუქტი კერძის დასასრულებლად გამოიყენება და მას ღვინისგან მიღებულ ფერსა და გემოს სძენს.

„მარილას“ ღვინის მარილმა იტალიაში დიდი მოწონება დაიმსახურა. მატერაში გადაღებულ ფოტოებში წარმოდგენილია საფერავის ღვინის მარილი, რქაწითელის ღვინის მარილი ქართული ტრიუფელით და ბრენდის საფქვავი.

იტალიას მარილას განვითარების ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. სამი წლის წინ იტალიაში ვიზიტი და კარმელო სგანდურასთან ერთობლივი პროექტი ბრენდის განვითარების ერთ-ერთი შთაგონების წყარო გახდა. ამჯერად, მატერაში გამართულ დაჯილდოებაზე, კარმელო სგანდურამ საერთაშორისო აუდიტორიას პირველ, ქართულ ქვევრის ღვინის მარილსა და მეღვინეობის ტრადიციებზე უამბო.

მატერაში წარმატებულმა ვიზიტმა „მარილას“ საშუალება მისცა, საერთაშორისო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა, როგორ შეიძლება ქართული ქვევრის ღვინის გამოყენება გასტრონომიაში.

„მარილას“ გუნდი მადლობას უხდის კარმელო სგანდურას და Zosimo wine critic-ის გუნდს მასპინძლობისა და აღიარებისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა