მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Marine Shipping & Forwarding  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ერთ-ერთი ლიდერი სატრანსპორტო კომპანია Marine Shipping & Forwarding (MSF) გახდა, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობაა საგზაო, სარკინიგზო  და საზღვაო გადაზიდვები, თუმცა კომპანიის საქმიანობაში ასევე შედის ისეთი მომსახურებები, როგორიცაა:  საჰაერო გადაზიდვები,   საბაჟო-საბროკერო მომსახურება, მშრალი, საშიში, თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება და არაგაბარიტული ტვირთის დამაგრება, ტრანსპორტირება. კომპანია, ასევე, ფოკუსირებულია მარშრუტის დაგეგმვაზე, ნებართვებითა და გაცილებით მომსახურების უზრუნველყოფაზე, ტვირთების გადატვირთვა, ტალმანირებასა (დათვლა) და საკონსულტაციო მომსახურებაზე. MSF აქტიურია საპროექტო ლოჯისტიკის მიმართულებითაც, ისევე როგორც მულტი-მოდალური გადაზიდვებისა და ტვირთების შენახვა და დასაწყობების კუთხით.
კომპანიის წარმატების მთავარი ფორმულაა გუნდი, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება მომხმარებელს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
 
ქვეყნის მასშტაბით კომპანიას ოფისები აქვს ფოთში, ბათუმსა და თბილისში, და აღსანიშნავია, რომ MSF-ს საიმედო პარტნიორები ჰყავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც საგრძნობლად ამარტივებს და ოპერატიულს ხდის მომსახურების მოწოდების პროცესს.

ასევე გასათვალისწინებელია კომპანიის CSR პოლიტიკა, იმისათვის რომ MSF-ის საქმიანობას გარემოსთვის ზიანი არ მიეყენებინა,  კომპანიის ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდა EURO 6 და EURO 5 ტიპის სატვირთო ავტომობილებით.

აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია GPS სისტემით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ საკუთარი ტვირთის ადგილმდებარეობა და მომსახურებას კომფორტულს, მოქნილსა და ხარისხიანს ხდის.

MSF არის ორი მსხვილი  საერთაშორისო ორგანიზაციის Marco Polo & GLA Family-ს წევრი .

ასევე კომპანია ფლობს 1,5 მილიონი ლარის ოდენობით პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც მომხმარებლისთვის სიმშვიდის გარანტია.
 

„ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი პასუხისმგებლიანი კომპანიების წევრობა, რომლებიც ორიენტირებულები არიან ხარისხზე და მომხმარებლის საჭიროებების ოპერატიულად შესრულებაზე. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულება ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, მით უფრო, როდესაც ასეთი აქტუალური შუა დერეფნის საკითხი. მივესალმებით კომპანია MSF-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი და საინტერესო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა