მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

20 წელი, ათასობით სუფრა - „გუდვილის“ ქეითერინგი Allgood გაფართოებას განაგრძობს

news image
mbc image

ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი „გუდვილი“ თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით არის ცნობილი. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ორი წლის წინ ეს მიმართულება ცალკე ბრენდად ჩამოაყალიბა და დღეს ის მომხმარებლისთვის AllGood-ის სახელით არის ცნობილი. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი, ქეთი მდივანი საუბრობს.

„გუდვილის" ქეითერინგის მიმართულება საქართველოში ამ სფეროს პიონერია - უკვე თითქმის ოცი წელია ამ საქმეში ვართ, ხოლო ორი წლის წინ ეს სერვისი Allgood-ის სახელით ცალკე ბრენდად გამოვიტანეთ.

ამ წლების განმავლობაში ჩვენს გუნდს ისეთი მასშტაბური ღონისძიებების ქეითერინგი ებარა, როგორიცაა Bruno Mars, Elton John, Aerosmith, Imagine Dragons, Eurovision და ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი. წინ კიდევ არაერთი მსხვილი პროექტი გვაქვს. ამასთან, კორპორატიულ და ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პარტნიორები ვართ.

ჩვენი სიძლიერე ასევე, იმ სტანდარტშია, რომ არ აქვს მნიშვნელობა - ოჯახური შეკრებისთვის გჭირდება სუფრის გაშლა თუ ათასი სტუმრის ღონისძიებისთვის, ყველა მასშტაბს ერთნაირი პასუხისმგებლობით და მონდომებით ვეპყრობით.

ახლა ჩვენი მიზანია Allgood კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ვუშვებთ ახალ ვებგვერდს სერვისებისა და მენიუების სრული სპექტრით. ვამზადებთ კორპორატიული და კერძო ღონისძიებებისთვის ახალ მენიუებს. საცალო მიმართულებაში კი, სადაც ისედაც ვმუშაობდით, მნიშვნელოვნად ვფართოვდებით - სეზონური სიახლეები, რომლებსაც ეტაპობრივად გავუზიარებთ მომხმარებელს",- აცხადებს ქეთი მდივანი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

08.06.2026.18:13

საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა