მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

Marriott-მა აზერბაიჯანსა და საქართველოში სამი ობიექტის განვითარების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

news image
mbc image

Marriott International-მა Pasha Real Estate Group-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანსა და საქართველოში სამი სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებაა დაგეგმილი.

გეგმები ბაქოში, ზაგულბას სანაპიროზე, The Ritz-Carlton-ის ბრენდის ქვეშ ძვირადღირებული სასტუმროსა და ბრენდირებული რეზიდენციების განვითარებას მოიცავს.

The Ritz-Carlton Baku, Zagulba-ის კომპლექსში, სანაპირო კურორტის ტერიტორიაზე, 80 სასტუმრო ნომერი და ლუქსი იქნება. სასტუმრო, სავარაუდოდ, მოიცავს პლაჟის კლუბს, ფიტნეს ცენტრს, დახურულ საცურაო აუზს, სპასა და Ritz-Carlton Club Lounge-ს.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია The Ritz-Carlton Residences, Baku, Zagulba, რომელიც 282 ძვირადღირებულ აპარტამენტსა და ვილას გააერთიანებს.

შეთანხმების თანახმად, Pasha Real Estate Group არსებული ტერიტორიის ფარგლებში ახალ კოშკს ააშენებს, სადაც დამატებით 238 საცხოვრებელი ერთეული განთავსდება, შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თბილისში, საქართველოში, Le Méridien-ის სასტუმროს განვითარებას.

Le Méridien Tbilisi-ში, სავარაუდოდ, 152 თანამედროვე სასტუმრო ნომერი, რამდენიმე კვების ობიექტი, შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეები და ფიტნეს ცენტრი იქნება.

Marriott International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების პრეზიდენტმა ნილ ჯონსმა განაცხადა: „ეს შეთანხმებები ასახავს იმ დინამიკას, რომელსაც რეგიონში ვხედავთ, და შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას — გავაფართოოთ მრავალფეროვანი ბრენდების პორტფელი, რომელიც მოგზაურთა ფართო სპექტრისა და სხვადასხვა ტიპის მოგზაურობის მოთხოვნებს პასუხობს და, ამავდროულად, პრემიუმ კლასის ცხოვრების სტილსა და ძვირადღირებულ საცხოვრებელ გამოცდილებებზე მზარდ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მოხარული ვართ, რომ Pasha Real Estate-თან თანამშრომლობას გავაფართოებთ და ამ დინამიკურ ბაზრებზე ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.“

ახალი პროექტები Pasha Real Estate Group-სა და Marriott-ს შორის არსებულ პარტნიორობას ემატება. კომპანიებს აზერბაიჯანში რამდენიმე ობიექტზე აქვთ თანამშრომლობის გამოცდილება, მათ შორისაა The Ritz-Carlton, Baku; The St Regis Baku; JW Marriott Absheron Baku და Baku Marriott Hotel Boulevard.

Pasha Real Estate Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოზგურ გეტერმა განაცხადა: „როგორც კომპანია, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, შევქმნათ ისეთი მიმართულებები და პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს აზერბაიჯანისა და მთლიანად რეგიონის გრძელვადიან განვითარებასა და მიმზიდველობის ზრდას.

Marriott-თან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება ხარისხის, ინოვაციებისა და სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნის საერთო ხედვას. მოხარულები ვართ, რომ ამ თანამშრომლობას ვაფართოებთ და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების ქვეშ ახალ, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ.“

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

08.10.2026.14:29

მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს სექტემბერშიც არაერთ სიახლეს სთავაზობს. ახალი და გაუმჯობესებული ფუნქციონალები ფინანსური საქმეების კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და მოქნილად მართვას ემსახურება - იქნება ეს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნა, ინვესტირება თუ ყოველდღიური ხარჯების განაწილება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საბავშვო ანაბრის მობაილბანკიდან გახსნის შესაძლებლობაა. ახლა მშობლებს ანაბრის გასახსნელად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ და ამის გაკეთება პირდაპირ საბავშვო სივრციდან, რამდენიმე წამში შეუძლიათ. საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში. თანხის შეტანის ოდენობასა და პერიოდულობას კი, თავად მომხმარებელი განსაზღვრავს. ეს სიახლე განსაკუთრებით ამარტივებს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნას და მშობლებს საშუალებას აძლევს, პროცესი მათთვის სასურველი პირობებით მართონ.

განახლდა მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაც - აშშ-ის აქციებით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი გახდა Extended Trading Hours - გაზრდილი სავაჭრო საათები. მომხმარებლებს ახლა ინვესტირება არა მხოლოდ ბაზრის ძირითად სავაჭრო საათებში, არამედ მის გახსნამდე და დახურვის შემდეგაც შეუძლიათ. შედეგად, ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი დრო 16 საათამდე გაიზარდა. ეს მომხმარებლებს მეტ მოქნილობასა და შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების, კომპანიის ფინანსური შედეგების ან სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებისას ინვესტიციები უფრო სწრაფად მართონ, პირდაპირ მობაილბანკიდან.

კიდევ ერთი განახლება ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალს უკავშირდება. ახლა, მომხმარებლებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ განაწილების ლიმიტი, ბლოკირებული და უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციების განაწილებაც შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში შესრულებულ შესაბამის ტრანზაქციებზე; ხოლო უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციები განაწილებისას ეროვნული ბანკის იმ დღის კურსით კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში.

მობაილბანკის განვითარება მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროებების გაანალიზებასა და იმ ფუნქციონალების შექმნას ეფუძნება, რომლებიც ფინანსური საქმეების მართვას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ახლდება - ემატება ახალი შესაძლებლობები და იხვეწება არსებული ფუნქციონალები, რათა საბანკო გამოცდილება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენს ყოველდღიურობაზე მორგებული გახდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა