მარტივი, ხელმისაწვდომი, ეფექტური - როგორ გახდა გაყიდვებისა და მარაგების მართვის ქართული პროგრამა Optimo ბიზნესების რჩეული
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა Optimo • ოპტიმო - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა, რომელიც მაღაზიებისა და კვების ობიექტების მართვის პროცესს ამარტივებს და ავტომატიზებას ახდენს.
Optimo-ს cloud-based პლატფორმა მენეჯერებს საშუალებას აძლევს, მართონ თავიანთი ობიექტები დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოწყობილობიდან.
როგორ განვითარდა კომპანიის საქმიანობა წლების განმავლობაში და რა შედეგებზე მოახერხა გასვლა, დეტალებზე Business Insider Georgia-სთან Optimo-ს მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ შალიკიანმა ისაუბრა.
- რამდენი წელია რაც Optimo ბაზარზეა და რა სერვისებს სთავაზობთ ბიზნესს და რა მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტულ უპირატესობად?
- Optimo უკვე ექვსი წელია ქართულ ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში მოიპოვა მცირე და საშუალო ბიზნესების ნდობა. ჩვენი მთავარი სერვისი არის ერთიანი მარაგებისა და გაყიდვების მართვის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებულად მორგებულია როგორც მოლარის, ისე მენეჯერის საჭიროებებზე.
კონკურენტულ უპირატესობად გვაძლევს სიმარტივე, სისწრაფე და ხელმისაწვდომობა. პროგრამა არ საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს, თავსებადია სხვადასხვა მოწყობილობასთან, ამცირებს რიგებს და ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას. სწორედ ეს არის ის, რის გამოც ბიზნესები ხშირად აკეთებენ არჩევანს Optimo-ზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში წარმატებით ვითარდება Optimo-ს მომსახურება უზბეკეთშიც, სადაც პროცესები ძალიან კარგად მიდის.
- რას აჩვენებს დაკვირვება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რამდენი პროცენტით გაიზარდა თქვენი მომხმარებლების რაოდენობა და თქვენს მაგალითზე ძირითადად რა ტიპის ობიექტები აქტიურობენ?
- მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. აქტიურობით ყველაზე მეტად გამოირჩევიან დრაივები და მცირე ტიპის კვების ობიექტები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მაღალი დატვირთვით და შესაბამისად განსაკუთრებულად საჭიროებენ პროცესების ეფექტურ მართვას. კონკრეტული კლიენტების სახელების დასახელება ამ ეტაპზე არ შემიძლია, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ჩვენი სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია სწორედ ამ მიმართულებებში.
- როგორ ხდება კომპანიებში Optimo-ს სერვისების დანერგვა და მისი ადაპტაცია და გარდა სერვისების მიწოდებისა ახდენთ თუ არა თქვენი კლიენტების დატრენინგებასაც?
- Optimo-ს დანერგვა მარტივი და სწრაფი პროცესია. პროგრამის დაყენება შესაძლებელია როგორც კლიენტის არსებულ მოწყობილობაზე, ისე Optimo-ს სალაროს მოწყობილობით, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მოლარის მუშაობის გასამარტივებლად.
პირველივე დღიდან თითოეულ მომხმარებელს ჰყავს პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც უფასოდ უწევს დახმარებას როგორც მოლარეს, ისე მენეჯერს. პროგრამა იმდენად მარტივია, რომ სპეციალური ტრენინგიც არ სჭირდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვატარებთ კონსულტაციებს და ვეხმარებით ადაპტაციაში.
- რა გეგმები აქვს სამომავლოდ კომპანიას სერვისი მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და ასევე ბაზრის წილის ზრდის მიმართულებით?
- Optimo მომავალშიც გააგრძელებს ფუნქციონალის გაუმჯობესებას, მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია და ინტეგრაცია სხვა საჭირო სისტემებთან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პროგრამის სიმარტივის კიდევ უფრო დახვეწაზე, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა შეძლონ სწრაფად და უშეცდომოდ მუშაობა.
ბაზრის ზრდის კუთხით, გეგმაშია საქართველოს რეგიონებში კიდევ უფრო აქტიური დაფარვა და პარალელურად უზბეკეთის ბაზარზე პოზიციების გამყარება, სადაც უკვე წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი საქმიანობა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა
04.06.2026.18:13
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შემეცნების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის.
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე იდეათეკა გურიის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში გაიხსნა.
მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და Energy Development Georgia-სთან თანამშრომლობით აშენდა.

თანამედროვე იდეათეკები აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი, სახალისო ექსპერიმენტები და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ, რაც დაეხმარება მათ, გადადგან პირველი ნაბიჯები დიდი აღმოჩენებისკენ.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 28 სკოლაში ფუნქციონირებს და 20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge