მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ თავისი კონცეფციით, ხედვითა და მასშტაბური გათვლებით  მომავლის პროექტია - გოჩა კამკია

news image
mbc image

რეგიონში პირველად ვნერგავთ ევროპაში ძალიან აქტუალურ - „ჭკვიანი ქალაქის“  განვითარების კონცეფციას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა. მისი თქმით,

კომპანია აქტიურად წარადგენს პროექტს ევროპის ბაზრებზე - მათ შორის მონაკოში, კანში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. ხოლო „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია  კუნძულს გრძელვადიან, თანამედროვე და ეკომეგობრულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტად აქცევს.

„წელს მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, აქტიურად ვყოფილიყავით წარმოდგენილი დასავლეთის, კერძოდ კი ევროკავშირის ქვეყნებში. ამ მიზნით, მხოლოდ საუკეთესო რეპუტაციის მქონე უძრავი ქონების საგამოფენო პლატფორმები შევარჩიეთ.

ბოლო ორი თვე ძალიან დატვირთული იყო - მოვასწარით საქართველოსა და ჩვენი პროექტის წარდგენა მონაკოსა და კანში; ასევე, ვიყავით ჰოლანდიასა და გერმანიაში, სადაც ადგილობრივ კულტურულ კონტექსტში განვმარტავდით პროექტის უპირატესობებს.

ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ რეგიონში პირველად ვნერგავთ ევროპაში ძალიან აქტუალურ - „ჭკვიანი ქალაქის“ განვითარების კონცეფციას. ეს თავიდანვე ქმნის მყარ გარანტიას, რომ კუნძული დასრულებიდან 30-40 წლის შემდეგაც იქნება აბსოლუტურად თანამედროვე, ეკომეგობრული და მოწინავე სისტემებზე აგებული. შესაბამისად, ეს პროექტი, როგორც ფინანსური, ისე გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სრულად მომავალზეა ორიენტირებული“, - აცხადებს გოჩა კამკია.

კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პროექტი სრულად მომავლის კონცეფციაზეა დაფუძნებული და მის საინვესტიციო მიმზიდველობას საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის 2024 წლის რეკორდული GDP-ის ზრდა, ასევე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და დაბალი ბიუროკრატია განაპირობებს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს.

„ეს ნამდვილად მომავლის პროექტია - თავისი კონცეფციით, ხედვითა და მასშტაბური გათვლებით, რაც მას მართლაც გამორჩეულს ხდის. პროექტის უპირატესობებთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება.

2024 წელს ჩვენ გვქონდა მშპ-ის (GDP) რეკორდული ზრდა, რაც მსოფლიო მასშტაბითაც კი იშვიათი პრეცედენტია. როდესაც უცხოელი ინვესტორი ან მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებაზე, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

ჩვენ აქტიურად ვახდენთ ამ მაჩვენებლების პოპულარიზაციას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ მთავრობის ამოცანა არ არის - ამაზე პირველ რიგში ბიზნესმა უნდა ისაუბროს. ჩვენ უნდა გავაზიაროთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ამ ქვეყანაში ვქმნით. გარდა ამისა, დაბალი ბიუროკრატია და ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამაგონებელია. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის მყარ სინთეზს დანარჩენ მსოფლიოსთან, რაც სწორედ ამ წარმატებულ შედეგებს განაპირობებს“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საცხენოსნო ტურები, ინფრასტრუქტურული განახლება და გაფართოების გეგმები - რა სიახლეებს სთავაზობს Guest House Ardoti ვიზიტორებს

08.06.2026.14:00

ხევსურეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti ოპერირებას ანახლებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა, ლევან არდოტელმა, განუცხადა.

„განვაახლეთ ოპერირება, დავამატეთ საცხენოსნო ტურები და შევიძინეთ რამდენიმე ცხენი. ამ ეტაპზე ოთახების რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა ეზოში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განვახორციელეთ - მოვაწყვეთ მცირე ტერასა. სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებითი საძინებლის აშენებას. ამჟამად, 30 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა გვაქვს, ხოლო ახალი ოთახების დამატების შემდეგ 34 სტუმრის განთავსებას შევძლებთ“,- აცხადებს ლევან არდოტელი.

სასტუმროში ჯავშნების მხრივ ვითარება სტაბილურია.

„ჯავშნების კუთხით ვითარება სტაბილურია. კარგ სეზონს ველოდებით, დადებითი მოლოდინები გვაქვს.

ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივი მუშახელის დეფიციტია. ახალგაზრდების ნაკლებობის გამო სამუშაოებს თავად ვასრულებთ, ხოლო შიდა პროცესებში რამდენიმე დაქირავებული თანამშრომელი გვეხმარება.

საცხენოსნო ტურების მიმართულებას წელს დავაკვირდებით და თუ შედეგი დადებითი იქნება, მომავალ წელს უკვე დამატებითი თანამშრომლის ჩართვასაც განვიხილავთ.

გარდა ტურისტული მიმართულებისა, აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის მეურნეობის განვითარებასაც - მივდევთ მესაქონლეობას, მოგვყავს ბოსტნეული და წელს მცირე სათბურის მოწყობასაც ვგეგმავთ. ამასთან, აქტიურად ვუვლით ფუტკრის 15 ოჯახს“,- აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო პირიქითა ხევსურეთში, სოფელ არდოტში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა