მასშტაბური ღონისძიებები, ახალი პროექტები და გაფართოების გეგმები - „თამაშობანა“ 2026 წლის პირველი ნახევრის შესახებ
2026 წლის პირველი ნახევარი „თამაშობანასთვის“ მასშტაბური ღონისძიებებით, ახალი გამოცდილებებითა და განვითარების შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „თამაშობანას“ დირექტორი თათია რევაზიშვილი ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით „თამაშობანასთვის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?
როდესაც სივრცეს ვხსნიდით, თავად ბრენდს 11 წლიანი ისტორია და ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესის მართვის მიმართულებით საკმაოდ დიდი ცოდნა და მნიშვნელოვანი მიგნებები გვქონდა დაგროვილი.

ბიზნესში შემოვედით და სივრცეც ფაქტობრივად ყველა პროცესის, სტრატეგიისა და ბიზნესგეგმის დეტალურად გაწერილი ვერსიით გავხსენით. გვეგონა, რომ ყველაფერი გათვლილი გვქონდა, თუმცა მომხმარებელმა სასიამოვნოდ გაგვაოცა.
აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სივრცე, პირველ რიგში, ბავშვებზეა ორიენტირებული და ჩვენი მისია დღევანდელი პატარებისთვის და ხვალინდელი დიდებისთვის ლაღი ბავშვობის შექმნაა, მშობლებსაც არანაკლებ სჭირდებათ კომფორტი, ზრუნვა და გართობა. თავდაპირველად, ჩვენი რესტორნის მიმართულება მშობლებისთვის განკუთვნილ სივრცედ ნაკლებად გვქონდა აღქმული, თუმცა ბაზარმა თავად დაგვანახა ეს საჭიროება.
საბავშვო მულტიფუნქციური სივრცეების არჩევანი განსაკუთრებით რეგიოენბში შეზღუდულია. ამიტომ მომხმარებელი გარკვეულ ეტაპზე თავად გვასწავლიდა და გვკარნახობდა, რა სერვისების მოლოდინი ჰქონდა ჩვენგან. ჩვენი მხრიდან კი მნიშვნელოვანი იყო, გვეჩვენებინა, როგორ შეეძლოთ ერთი ვიზიტის ფარგლებში სრული სივრცითა და სერვისებით მარტივად და კომფორტულად სარგებლობა.

ამ პერიოდის მთავარი მოვლენებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩვენს ღონისძიებებს. იანვარში საახალწლო ზეიმებს ვატარებდით, მათ შორის, გრინჩის თემატიკით, რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. რამდენიმე სეზონური ღონისძიებაც ჩავატარეთ, თუმცა ყველაზე გამორჩეული მაინც 1 ივნისი იყო. ეს დღე „თამაშობანასთვის“ გარკვეულწილად უფრო დიდი მოვლენაა, ვიდრე ახალი წელი.
1 ივნისს დაახლოებით 25 მსხვილი კორპორაციისთვის ჩავატარეთ როგორც საოჯახო, ისე ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ეს იყო ჩვენი პირველი გამოცდილება, როდესაც ასეთი მასშტაბის ღონისძიებები განვახორციელეთ და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარიც გამოვცადეთ. აღმოჩნდა, რომ კორპორატიული ღონისძიებების მიმართულება ძალიან კარგად გამოგვდის - ერთი მხრივ, ბავშვების მიმართ სიყვარული და გამოცდილება გვაქვს, ხოლო მეორე მხრივ, კარგად გვესმის, რა სჭირდება როგორც ბავშვსა და მშობელს, ისე თავად კომპანიას საოჯახო ღონისძიების ფარგლებში.

განსაკუთრებით გამოვარჩევდი „თეგეტას“ 1 ივნისის ღონისძიებას, რომელიც ერთდროულად სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩავატარეთ. მხოლოდ თბილისში დაახლოებით 3 000 სტუმარს ვუმასპინძლეთ.
ამ გამოცდილებამ მოგვცა დამატებითი მოტივაცია, უფრო აქტიურად შევსულიყავით კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებაში. შედეგად, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს რეგიონები მოვიარეთ. თითქმის ყველგან გვხვდებოდა ერთი და იგივე უკუკავშირი - „თამაშობანა ჩვენც გვინდა, აქაც ჩამოიტანეთ“. სწორედ ამ მოთხოვნამ დაგვაფიქრა ორ ახალ მიმართულებაზე.

პირველი არის მოლების პროექტი - „თამაშობანას სადგურები“. შევიმუშავეთ კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 25 კვადრატულ მეტრზე განთავსებული იქნება „თამაშობანას კუნძული“, რომელიც სხვადასხვა ზონად დაიყოფა: იქნება ვორქშოპების, რბილი სათამაშოების დამზადების, წიგნის კითხვისა და თავისუფალი თამაშის სივრცეები, ასევე პატარა მოსასვენებელი ზონა.
პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, მოლში მომხმარებლის მიერ გატარებული დროის გაზრდაა, მეორე მხრივ კი - მშობლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნა. ვიცით, რომ ბავშვთან ერთად შოპინგი ხშირად სტრესულია, ამიტომ მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, ბავშვი გარკვეული დროით უსაფრთხო და პროდუქტიულ გარემოში დატოვონ და თავად მშვიდად განაგრძონ შოპინგი.
მეორე მიმართულება, რომელზეც ახლა აქტიურად ვმუშაობთ, ფრენჩაიზის პროექტია. გვინდა, „თამაშობანას“ გამოცდილება და კონცეფცია საქართველოს მასშტაბით, მომავალში კი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავავრცელოთ და ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ბიზნესის განვითარებაში ჩართვა სურთ, ფრენჩაიზის სისტემის საშუალებით ამის შესაძლებლობა მივცეთ.

რა არის „თამაშობანას“ მთავარი პრიორიტეტები და გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა ახალი სერვისების, აქტივობების ან მიმართულებების დამატება?
ჩვენ ყოველკვირეულად ვატარებთ NPS კვლევებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სერვისები უშუალოდ მომხმარებლების შეფასებისა და უკუკავშირის საფუძველზე განვავითაროთ. შესაბამისად, მთავარი პრიორიტეტი კვლავ მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინება და მათთვის ისეთი გამოცდილების შექმნაა, როგორსაც „თამაშობანაში“ ელიან შესაბამისი ხარისხით.

ამასთან ერთად, ვმუშაობთ ახალ პროექტებზე როგორც თეატრის, ისე ზეიმების მიმართულებით. სექტემბრიდან „თამაშობანა“ ახალი სპექტაკლებით დაბრუნდება და გვინდა, თეატრალური გასტროლებიც უფრო ხშირად დავაორგანიზოთ.
ბოლო 6 თვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ეროვნულ ბანკთან და რამდენიმე ბანკთან თანამშრომლობით შექმნილი სპექტაკლი „ფინანსური წინდაწინ“ იყო. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 10 ქალაქი მოვიარეთ და ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშავეთ ფინანსებისა და მეწარმეობის მიმართულებით - როგორ შეიძლება საკუთარი ბიზნეს იდეის რეალობად ქცევა და შემდეგ მისი სწორად დაგეგმვა და ბიუჯეტირება.

შესაბამისად, წლის ბოლომდე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თეატრის განვითარება და შემეცნებით პროექტებში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა იქნება. პარალელურად, გავაგრძელებთ ფრენჩაიზის სისტემის განვითარებას, რათა „თამაშობანას“ კონცეფცია საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო ფართოდ გავავრცელოთ და დაინტერესებულ ადამიანებს ბიზნესში ჩართვის შესაძლებლობა მივცეთ.
სხვა სიახლეები
მასშტაბური ღონისძიებები, ახალი პროექტები და გაფართოების გეგმები - „თამაშობანა“ 2026 წლის პირველი ნახევრის შესახებ
09.09.2026.13:30