მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.4
-0.0065
flag
AZN 1.544
-0.0001
flag
CNY 38.846
-0.002
flag
EUR 3.0219
-0.002
flag
GBP 3.5284
-0.0039
flag
KZT 55.56
0.0026
flag
TRY 0.0552
0
flag
USD 2.6239
-0.001
news banner

Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა

news image
mbc image

Mastercard Economics Institute-მა (MEI) თბილისში მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა, რომელმაც სახელმწიფო სექტორის, ტურიზმის, ავიაციის, სტუმარმასპინძლობის, საცალო ვაჭრობისა და ფინანსური ინდუსტრიის ლიდერები გააერთიანა. ღონისძიების მთავარი თემა იყო „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები და მათი გავლენა ტურიზმზე“ (Economic Outlook and Implications for Travel in Georgia).

მაშინ, როდესაც 2026 წელს გლობალური ტურიზმი სულ უფრო მეტად განისაზღვრება გეოპოლიტიკური გარემოს ცვლილებით, ენერგომატარებლების ღირებულებითა და მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში ციფრული და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მზარდი გამოყენებით, დისკუსია შეეხო იმას, თუ როგორ ცვლის ეს ფაქტორები ტურისტულ მოთხოვნას, სამომხმარებლო ხარჯვის მოდელებსა და ტურისტული მიმართულებების კონკურენტუნარიანობას მსოფლიოს მასშტაბით და რას ნიშნავს ეს ყველაფერი საქართველოს ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ავიაკომპანიების, აეროპორტების, სტუმარმასპინძლობის სექტორის, ფინანსური ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ Mastercard-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის (EEMEA) მთავარი ეკონომისტი ხატიჟა ჰაკი და Mastercard-ის EEMEA რეგიონის უფროსი ეკონომისტი დენიზ ბაირამი.

ეკონომისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ ტურისტული მოთხოვნა კვლავ მდგრადია, თუმცა მომხმარებლები უფრო გააზრებულად გეგმავენ მოგზაურობასა და ხარჯვას.

„Mastercard Economics Institute-ის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის აერთიანებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მომხმარებელთა ქცევის ტენდენციებსა და ანონიმიზებულ, აგრეგირებულ გადახდების მონაცემებს, რაც საშუალებას გვაძლევს რეალურ დროში უკეთ გავიგოთ, როგორ ვითარდება ეკონომიკები და ინდუსტრიები. ეს ცოდნა ეხმარება მთავრობებს, ბიზნესებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მიიღონ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გამოავლინონ მდგრადი ზრდის ახალი შესაძლებლობები,” - განაცხადა ხატიჟა ჰაკმა.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც ტურისტული ბაზრის ძირითად ტენდენციებს, ასევე საქართველოს შესაძლებლობებს, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიციები, როგორც რეგიონულმა ტურისტულმა და ბიზნეს ჰაბმა.

„მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი ტურიზმის მომავლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Mastercard Economics Institute-ის კვლევები გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ვიზიტორთა ქცევა, გამოვავლინოთ ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ საქართველოს ტურიზმის ეკოსისტემის მდგრად განვითარებას,“ - აღნიშნა Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში, დავით ზღუდაძემ.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა Mastercard-ის ერთგულება საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული განვითარების მხარდაჭერისადმი კვლევების, ინოვაციების, საერთაშორისო გამოცდილებისა და ანალიტიკური ცოდნის გაზიარების გზით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Starbucks-მა წლიური ფინანსური პროგნოზი გააუმჯობესა

05.08.2026.15:00

Starbucks-მა წლიური გაყიდვებისა და მოგების პროგნოზი უკვე მეორედ გაზარდა, რადგან აღმასრულებელი დირექტორის, მრავალწლიანი ტრანსფორმაციის სტრატეგიამ მსოფლიოში უდიდეს ყავის ქსელში მომხმარებელთა მოთხოვნის აღდგენა შეძლო. ამ სიახლემ კომპანიის აქციები ვაჭრობის შემდგომ სესიაზე 5%-ით გააძვირა.

აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, კომპანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული - მათ შორის, მენიუს გამარტივებისა და მომსახურების დროის შემცირების გზით. ამ ცვლილებების შედეგად Starbucks-მა ზედიზედ ოთხი კვარტლის განმავლობაში გაყიდვების ზრდა დააფიქსირა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა