მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

Mastercard-ის 2026 წლის დღის წესრიგი საქართველოში და სომხეთში აჩვენებს, რომ გადახდების მომავალი მხოლოდ იმაზე აღარ არის დამოკიდებული, თუ როგორ გადავიხდით - უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რა შესაძლებლობას ქმნის თითოეული ტრანზაქციის უკან არსებული ტექნოლოგია | დავით ზღუდაძე

news image
mbc image

გადახდების ინდუსტრია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ციფრული გადახდების სწრაფ ზრდასთან ერთად, ფინანსური სექტორის დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად შემოდის ხელოვნური ინტელექტი, ბიომეტრია, ციფრული აქტივები, კიბერუსაფრთხოება და მომხმარებლისთვის პერსონალიზებული გამოცდილება. შესაბამისად, იცვლება Mastercard-ის როლიც - ტექნოლოგიური კომპანია დღეს ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად თანამშრომლობს fintech კომპანიებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მცირე და საშუალო ბიზნესთან და ტურიზმის სექტორთან.

საქართველო და სომხეთი ამ მხრივ რეგიონის საინტერესო ბაზრებს შორისაა - ციფრული გადახდების მაღალი ათვისებით, ახალი ტექნოლოგიების მიმართ მომხმარებლების მზაობითა და ფინანსური სექტორის სწრაფი ტრანსფორმაციით.

2026 წლის პირველი ნახევარი Mastercard-ისთვის ორივე ქვეყანაში რამდენიმე ახალი პარტნიორობითა და ინიციატივით გამოირჩეოდა - fintech და digital assets მიმართულებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე, ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერიდან ტურიზმსა და ბიომეტრიულ გადახდებამდე. წლის მეორე ნახევრის დღის წესრიგში კი ემატება ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაგეგმილი ახალი პროექტიც.

Business Insider Georgia Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსა და სომხეთში, დავით ზღუდაძეს ესაუბრა 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებზე, ფინანსური ბაზრის მთავარ ტენდენციებსა და იმ მიმართულებებზე, რომლებიც კომპანიის შემდგომ დღის წესრიგს განსაზღვრავს.

როგორ შეაფასებდით 2026 წლის პირველი ნახევრის ჭრილში Mastercard-ის საქმიანობას საქართველოსა და სომხეთში - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიური იყო ორივე ბაზარზე და, ვფიქრობ, ყველაზე კარგად ამ პერიოდს ჩვენი პარტნიორობების მრავალფეროვნება აღწერს.

საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო Bybit Card-ის გაშვება Bybit-სა და Pave Bank-თან თანამშრომლობით. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უახლოვდება ერთმანეთს ტრადიციული ფინანსური ინფრასტრუქტურა და ციფრული აქტივების სამყარო. მომხმარებლისთვის საბოლოოდ მთავარია, რომ სხვადასხვა ფინანსურ პლატფორმაზე არსებული შესაძლებლობები ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივად და უსაფრთხოდ გამოიყენოს.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა Mastercard-ისა და BTU-ს თანამშრომლობაც Mastercard Center for Inclusive Growth-ის ჩართულობით. „AI & Digital Commerce for Women“ პროგრამა აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტს, ელექტრონულ კომერციას, ფინანსურ განათლებასა და მეწარმეობას. ჩვენი მიზანია, მონაწილეებმა მიღებული ცოდნა რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებად გარდაქმნან.

ამავე კონტექსტში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ვგეგმავთ ახალ პროექტს, რომლის შესახებაც უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. ფინანსური სერვისების სწრაფ განვითარებას აუცილებლად უნდა ახლდეს მომხმარებლის ცოდნის განვითარებაც - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარზე სულ უფრო მეტი ციფრული პროდუქტი და ახალი ფინანსური ინსტრუმენტი ჩნდება.

აქტიურად ვაგრძელებთ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობასაც. SOLO-სთან და TBC Concept-თან პრემიუმ მიმართულებით მუშაობა და Mastercard World Elite-ის გარშემო შექმნილი შეთავაზებები კარგად აჩვენებს კიდევ ერთ ცვლილებას ბაზარზე - პრემიუმ ფინანსური პროდუქტი დღეს მხოლოდ ბარათს აღარ ნიშნავს. მომხმარებელი მისგან მოგზაურობასთან, გასტრონომიასთან, კულტურასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გამოცდილებებსაც ელოდება.

წლის პირველი ნახევრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად გამოვყოფდი იმას, რომ საქართველომ Mastercard-ის ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას - Mastercard Academy-სა და Mastercard Economics Institute-ის (MEI) კონფერენციას - უმასპინძლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ივნისში თბილისში გამართული MEI-ის ღონისძიება “Economic Outlook and Implications for Travel in Georgia”, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ფინანსური სექტორის, ტურიზმის, ავიაციის, სტუმარმასპინძლობის, საცალო ვაჭრობის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. Mastercard Economics Institute-ის ეკონომისტებთან ერთად ვისაუბრეთ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე, საერთაშორისო მოგზაურობასა და ტურისტულ დანახარჯებზე, ახალ ტურისტულ ბაზრებსა და საქართველოს, როგორც რეგიონული ტურისტული და ბიზნეს ჰაბის პოტენციალზე. Mastercard Academy-სთან ერთად, ამ ორი ღონისძიების საქართველოში ჩატარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მიზეზით - გვინდა, Mastercard-ის გლობალური ცოდნა, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა და საერთაშორისო გამოცდილება ადგილობრივ პარტნიორებსა და ბიზნესს პირდაპირ გავუზიაროთ და საქართველო უფრო აქტიურად ჩავრთოთ იმ გლობალურ დისკუსიებში, რომლებიც დღეს ფინანსების, ეკონომიკისა და კომერციის მომავალს განსაზღვრავს.

სომხეთშიც აქტიურად ვმუშაობთ საბანკო და ტექნოლოგიურ პარტნიორებთან. საინტერესო მიმართულებაა ბიომეტრიული გადახდების განვითარება AMIO Bank-თან და FacePass-თან, ასევე Ardshinbank-თან და Myler Resort-თან თანამშრომლობა.

ამიტომ, თუ წლის პირველ ნახევარს ერთი ნიშნით უნდა შევაფასო, ვიტყოდი, რომ Mastercard-ის საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა - საბანკო პროდუქტებიდან fintech-მდე, AI-მდე, განათლებამდე, ტურიზმსა და ახალ payment technologies-მდე.

როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, ალბათ, ისაა,რომ მომხმარებელი ფინანსურ სერვისებს უკვე მთლიან გამოცდილებად აღიქვამს.

ბარათი სულ უფრო ნაკლებად არის მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტი. მომხმარებელს სურს სწრაფი და უსაფრთხო გადახდა, მაგრამ ამასთან ერთად ელოდება დამატებით სარგებელს - მოგზაურობის შეთავაზებებს, სპეციალურ გამოცდილებებს, პრემიუმ სერვისებსა და მის საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობებს.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა fintech-ისა და ტრადიციული ფინანსური სექტორის დაახლოება. Bybit-ისა და Pave Bank-ის მაგალითიც ამას აჩვენებს. მომხმარებლისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი, კონკრეტული ფინანსური სერვისი რომელ „კატეგორიას“ მიეკუთვნება - მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეუძლია მისი გამოყენება.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია. AI უკვე გამოიყენება თაღლითობის გამოვლენაში, მონაცემთა ანალიზში, პერსონალიზაციასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. შემდეგი ეტაპი კი კიდევ უფრო საინტერესოა - AI თანდათან იცვლის თავად კომერციის პროცესსაც და იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მომხმარებელი, ბიზნესი და ტექნოლოგია.

ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური განათლების როლიც. მეტი ტექნოლოგია და მეტი არჩევანი მომხმარებლისთვის მეტ შესაძლებლობას ნიშნავს, თუმცა ამავე დროს მოითხოვს მეტ ცოდნასა და ინფორმირებულობას.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე წარმატებული ფინანსური ეკოსისტემა სამი კომპონენტის ერთობლიობა იქნება - ინოვაცია, უსაფრთხოება და განათლება.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის მეორე ნახევარში რამდენიმე კონკრეტული მიმართულება გვექნება.

გავაგრძელებთ ბანკებთან და fintech კომპანიებთან ახალი პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების განვითარებას, განსაკუთრებით digital-first, premium და კომერციული გადახდების მიმართულებით.

მნიშვნელოვანი ფოკუსი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი. მცირე ბიზნესისთვის ციფრული ფინანსური ინსტრუმენტები მხოლოდ გადახდის მიღების საშუალება აღარ არის - ისინი ეხმარება კომპანიებს ხარჯების მართვაში, ოპერაციების გამარტივებასა და ზრდაში. შესაბამისად, გვინდა ამ სეგმენტში პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული გადაწყვეტა შევქმნათ.

გაგრძელდება BTU-სთან „AI & Digital Commerce for Women“ პროგრამაც. ჩვენთვის აქ მთავარი ინდიკატორი მხოლოდ მონაწილეების რაოდენობა არ არის - გვინდა ვნახოთ, როგორ გარდაიქმნება პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა რეალურ ბიზნეს იდეებად და ციფრულ პროდუქტებად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაგეგმილი ფინანსური განათლების პროექტიც. დეტალების გასაჯაროება ჯერ ნაადრევია, თუმცა გვინდა, ინიციატივას ჰქონდეს პრაქტიკული და ფართო მასშტაბის ეფექტი და ფინანსური ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

ასევე გავაგრძელებთ ტურიზმის მიმართულების განვითარებას საქართველოში - ჩვენი მიზანია საერთაშორისო Mastercard-ის მომხმარებლებისთვის ადგილობრივი პარტნიორებისა და გამოცდილებების ქსელი კიდევ უფრო გავაფართოოთ.

სომხეთში კი ყურადღება კვლავ გამახვილდება პრემიუმ მიმართულებებზე, გადახდის ახალ ტექნოლოგიებზე, ბიომეტრიაზე, პრემიუმ მიმართულებასა და საბანკო პარტნიორებთან ახალი პროდუქტების შექმნაზე.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?

2026 წლის მიმართ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და წლის პირველი ნახევარი ამის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.

თუმცა ჩვენთვის შედეგი მხოლოდ ახალი პროდუქტების ან ტრანზაქციების რაოდენობა არ არის. უფრო საინტერესოა, რამდენად იზრდება Mastercard-ის ტექნოლოგიებისა და პარტნიორობების რეალური გამოყენების არეალი.

დღეს საქართველოსა და სომხეთში ერთდროულად ვმუშაობთ fintech-თან და digital assets-თან, ხელოვნურ ინტელექტთან, ქალთა მეწარმეობასთან, ფინანსურ განათლებასთან, პრემიუმ საბანკო მომსახურებასთან, ტურიზმთან და ბიომეტრიულ გადახდებთან დაკავშირებულ პროექტებზე. ეს მრავალფეროვნება კარგად აჩვენებს, როგორ იცვლება თავად გადახდების ინდუსტრიაც.

ჩემი მოლოდინია, რომ წლის ბოლოს გვექნება კიდევ უფრო მეტი კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გლობალური ტექნოლოგია ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს მოვარგოთ.

Mastercard-ისთვის კი საბოლოო მიზანი უცვლელია - გადახდა იყოს მარტივი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი, ხოლო ტექნოლოგია ადამიანებსა და ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებდეს.

გადახდების მიღმა - შესაძლებლობების ეკონომიკა

Mastercard-ის 2026 წლის დღის წესრიგი საქართველოში და სომხეთში აჩვენებს, რომ გადახდების მომავალი მხოლოდ იმაზე აღარ არის დამოკიდებული, თუ როგორ გადავიხდით. უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რა შესაძლებლობას ქმნის თითოეული ტრანზაქციის უკან არსებული ტექნოლოგია.

სწორედ ამ წერტილში იკვეთება Mastercard-ის ტექნოლოგიური და სოციალური როლი - ინოვაციის მასშტაბირება ისე, რომ მისგან შექმნილი შესაძლებლობები უფრო მეტი ადამიანისა და ბიზნესისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს დღეს გადახდების ინდუსტრიის მთავარი ტრანსფორმაციაც: ტექნოლოგიის ღირებულება აღარ იზომება მხოლოდ იმით, რამდენად სწრაფად სრულდება ტრანზაქცია - არამედ იმითაც, რამდენად მეტ შესაძლებლობას ქმნის ის ადამიანებისთვის, ბიზნესისა და მთლიანად ეკონომიკისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართ - Nasdaq-ის წარმომადგენელი

14.09.2026.17:52

„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და ვართ GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას. Nasdaq-ი, ვაერთიანებთ საზოგადოებებს, ეს არის კომპანიის დნმ-ი და არსი, რადგან ისტორიულად ჩვენ ბაზრებს ვმართავთ. აქ, Nasdaq-ის ფინტექი ასევე უზრუნველყოფს ტექნოლოგიას საქართველოს ფინანსური საზოგადოების გასაერთიანებლად, რათა გაუმჯობესდეს ფინანსური ინფრასტრუქტურა " - ამის შესახებ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე" Nasdaq-ის მმართველმა დირექტორმა ვინსენტ ლემარმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა