მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

Mastercard-ის მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის მთავარი სამიტი „ტურისტერი 2026“ გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური ღონისძიება „ტურისტერი 2026“, 24-25 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება. სამიტის მთავარი კონცეფცია და სლოგანია #წინსვლა.

საქართველოს ტურიზმის სამიტი 2019 წელს ერთდღიანი ფორუმით დაიწყო - 15 სპიკერითა და 200-ზე მეტი დამსწრით. პანდემიის შემდეგ სამიტი ყოველწლიურად იზრდებოდა: 2025 წელს მას 400-ზე მეტი მონაწილე, 33 სპიკერი და 7 პრაქტიკული ვორქშოპი ჰქონდა, ხოლო AI Matchmaking პლატფორმით 200-ზე მეტი ბიზნეს-შეხვედრა დაიგეგმა. 2019 წლიდან დღემდე სამიტში 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 

სამიტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აერთიანებს - დელეგატების 75% კომპანიების ხელმძღვანელი და მფლობელია. მათ შორის არიან სასტუმროები, ტუროპერატორები, სამოგზაურო სააგენტოები, ტურისტული მომსახურებისა და ტექნოლოგიური კომპანიები. 

დღის წესრიგის 3 მთავარი თემა - 2026 წლის სამიტის პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა:

  • ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ინოვაციები (AI და ციფრული რევოლუცია) - როგორ გამოიყენოს სტუმარმასპინძლობის ბიზნესმა ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინსტრუმენტები კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. 
  • მდგრადობა და ადაპტაცია გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში - რისკების მართვა და ბიზნესის განვითარება რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად.
  • მოგზაურთა ქცევის ცვლილება და პერსონალიზებული გამოცდილება - როგორ მოერგოს ადგილობრივი ბაზარი გლობალურ ტენდენციებს და შესთავაზოს მომხმარებელს მასზე მორგებული გამოცდილება.

სამიტზე წარმოდგენილები იქნებიან გლობალური და ადგილობრივი წამყვანი ბრენდები, მათ შორის: Mastercard, Trip.com, Booking.com, STR (CoStar), Semrush by Adobe, UN Tourism, Exely, Roamingo, TRE.ge, SS.ge, Skipass, Lemondo და სხვა. ორი დღის განმავლობაში სამიტი სამ სივრცეს აერთიანებს. მთავარ სცენაზე (Main Stage) საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გამოსვლები და პანელური დისკუსიები გაიმართება. ბიზნეს-გამოფენაზე (Business Expo) პარტნიორი კომპანიები ინოვაციურ სერვისებსა და ბიზნეს-გადაწყვეტილებებს წარადგენენ. შეხვედრების სივრცეში (Networking Lounge) კი B2B შეხვედრები ჩატარდება, რომლებსაც მონაწილეები ინოვაციური AI Matchmaking პლატფორმით წინასწარ ჯავშნიან. პლატფორმა თითოეულ მონაწილეს 15-ზე მეტ გარანტირებულ ბიზნეს-შეხვედრას უზრუნველყოფს. 

„ტურისტერი ქმნის უნიკალურ სივრცეს, სადაც ტურიზმის ლიდერები შინაარსიან საუბრებში ერთვებიან და რეალურ ბიზნეს-შედეგებს აღწევენ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მყარი კავშირები ქართულ ტურიზმსა და გლობალურ ბაზარს შორის, რათა ინდუსტრიამ შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაცია და ეფექტური წინსვლა“, - აცხადებენ სამიტის ორგანიზატორები.

სამიტის ორგანიზატორები: ტურიზმის ინსტიტუტი და მარკეტინგული კომპანია შინდი.

ღონისძიებაზე და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://tourister.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mastercard-ის მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის მთავარი სამიტი „ტურისტერი 2026“ გაიმართება

10.11.2026.11:45

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა