მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მასტერკლასების მიმართულების გაძლიერებას ვგეგმავთ, რაც ყველაზე ტრენდულია ეკოტურისტულ ინდუსტრიაში - კაკაბეთის მარანი

news image
mbc image

კაკაბეთის მარანი • Kakabeti Cellar  ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მდებარე საოჯახო მარნის მფლობელი მასურაშვილების ოჯახია, სადაც სამეწარმეო საქმიანობაში ოჯახის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობს. საოჯახო მარანი 35 წელზე მეტს ითვლის, თუმცა ბიზნესის სახით მან ოპერირება დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო და მიმდინარე სეზონზე ყურადღება  მაღალი დონის მასტერკლასებით მიიქცია.  

კომპანიას სათავეში მეწარმე ნანა მასურაშვილი უდგას, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ყველა პროცესში, რომელიც კაკაბეთის მარნის ტურისტულ საქმიანობას უკავშირდება, მათ შორის, ვენახის მოვლის და ღვინის დაყენების პროცედურას, რაც საოჯახო მარანს ასევე გამოარჩევს.

როგორც ნანა მასურაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, კაკაბეთის მარანი მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეულია მასტერკლასები, რასაც ინტენსიურად ატარებენ და ყოველთვის მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

,,სანახაობრივად ძალიან მრავალფეროვანი მომსახურება გვაქვს. მაქსიმალურად კომფორტული გარემო გვაქვს შექმნილი. მარანში დაცული გვაქვს ეთნოგრაფიული ნივთები, დოქები, ქვევრები და სხვა, ძველებური ხასიათით გამორჩეული, საინტერესო კოლექციაა. ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ ისე, რომ ძველი ავთენტური იერსახე მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. კაკაბეთის მარნის ეკოტურისტული ობიექტი  დიდი ხნის მეღვინეობის ტრადიციას ინახავს,  ბიზნესის სახე დაახლოებით 2 წლის წინ მიეცა. შესაბამისად, ჩვენი გამოწვევაა, პოზიციები განვამტკიცოთ და კუთვნილი ნიშა დავიკავოთ, უფრო მაინც მასტერკლასების მიმართულებს გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რაზეც დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უყვარს სიმშვიდე, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, გემრიელი კერძები და საუკეთესო ღვინო“, - ამბობს ნანა მასურაშვილი.

,,კაკაბეთის მარანი“ ამ ეტაპზე სტაბილურად 4 ადამიანს ასაქმებს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა