მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
საქართველოს ბანკი მასწავლებლებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას აგრძელებს. მათ შორისაა სპეციალურად მასწავლებლებისთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათი, რომელიც მფლობელებს სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი შეთავაზებები მოამზადა:
● Voulez Vous - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკიდან. შეთავაზება არ ვრცელდება Chanel, Dior, Essential Parfums-ის ბრენდებსა და სასაჩუქრე ვაუჩერებზე;
● ბიბლუსი - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ბიბლუსის ყველა ფიზიკურ მაღაზიასა და ონლაინ;
● კარპიზა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება;
● გორგია - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;
შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა;
● ტანსაცმლის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი;
შეთავაზება არ ვრცელდება NOCTURNE-ის კოლექციაზე. ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა;
● სათვალის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი.
შეთავაზება არ ვრცელდება სათვალის მინებზე. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
ამასთან ერთად, 5-11 ოქტომბერს, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს ნაწილ-ნაწილით გადახდის მეთოდით სარგებლობისას, 2,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 30%-იანი ქეშბექის მიღება შეუძლიათ (მაქსიმუმ 100 ლარის).
შეთავაზებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
თუ ჯერ არ გაქვთ მასწავლებლის ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხებათ მასწავლებლის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. ასევე, ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ბარათი სასურველი ფილიალიდან თავად გაიტანოთ.
ხოლო, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში არ გერიცხებათ, ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ფილიალში.
მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
08.10.2026.14:29
მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს სექტემბერშიც არაერთ სიახლეს სთავაზობს. ახალი და გაუმჯობესებული ფუნქციონალები ფინანსური საქმეების კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და მოქნილად მართვას ემსახურება - იქნება ეს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნა, ინვესტირება თუ ყოველდღიური ხარჯების განაწილება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საბავშვო ანაბრის მობაილბანკიდან გახსნის შესაძლებლობაა. ახლა მშობლებს ანაბრის გასახსნელად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ და ამის გაკეთება პირდაპირ საბავშვო სივრციდან, რამდენიმე წამში შეუძლიათ. საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში. თანხის შეტანის ოდენობასა და პერიოდულობას კი, თავად მომხმარებელი განსაზღვრავს. ეს სიახლე განსაკუთრებით ამარტივებს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნას და მშობლებს საშუალებას აძლევს, პროცესი მათთვის სასურველი პირობებით მართონ.
განახლდა მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაც - აშშ-ის აქციებით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი გახდა Extended Trading Hours - გაზრდილი სავაჭრო საათები. მომხმარებლებს ახლა ინვესტირება არა მხოლოდ ბაზრის ძირითად სავაჭრო საათებში, არამედ მის გახსნამდე და დახურვის შემდეგაც შეუძლიათ. შედეგად, ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი დრო 16 საათამდე გაიზარდა. ეს მომხმარებლებს მეტ მოქნილობასა და შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების, კომპანიის ფინანსური შედეგების ან სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებისას ინვესტიციები უფრო სწრაფად მართონ, პირდაპირ მობაილბანკიდან.
კიდევ ერთი განახლება ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალს უკავშირდება. ახლა, მომხმარებლებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ განაწილების ლიმიტი, ბლოკირებული და უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციების განაწილებაც შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში შესრულებულ შესაბამის ტრანზაქციებზე; ხოლო უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციები განაწილებისას ეროვნული ბანკის იმ დღის კურსით კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში.
მობაილბანკის განვითარება მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროებების გაანალიზებასა და იმ ფუნქციონალების შექმნას ეფუძნება, რომლებიც ფინანსური საქმეების მართვას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ახლდება - ემატება ახალი შესაძლებლობები და იხვეწება არსებული ფუნქციონალები, რათა საბანკო გამოცდილება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენს ყოველდღიურობაზე მორგებული გახდეს.