მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაციის ახალი სტანდარტი MBG Rent-ისგან

news image
mbc image

კომპანია MBG Rent მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის სამშენებლო ინვენტარისა და საინჟინრო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ხუხუნაიშვილმა განუცხადა.

მშენებლობის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე მოდის, თუმცა ხარჯების რეალური ოპტიმიზაცია არა სამშენებლო მოედანზე, არამედ გაცილებით ადრე, პროექტირების ეტაპზე იწყება.

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პროექტის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც უზრუნველყოფს ხარჯების მკვეთრ შემცირებას არა ხარისხის დათმობის, არამედ ჭკვიანური ინჟინრული გადაწყვეტებისა და 18-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე. ჩვენი ინიციატივა რამდენიმე მარტივ ნაბიჯს მოიცავს.

შეფასება & ანალიზი

ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ჩვენ ვეძებთ გზას, რომ ფუნქცია და ხარისხი დარჩეს უცვლელი (ან გაუმჯობესდეს), ხოლო ხარჯი საგრძნობლად შემცირდეს. ვინაიდან მშენებლობის საერთო ბიუჯეტის 25-40% რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე მოდის, ამ ეტაპზევე ჩართვა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ დაპროექტების დროს გამოყენებული ზედმეტი მასალები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არმატურით გადატვირთული პროექტი არ ნიშნავს მყარ კონსტრუქციას. ზედმეტი არმატურა კონსტრუქციას ზედმეტად ხისტს ხდის, რაც სეისმური ბიძგების დროს ზრდის შენობის მზიდი კონსტრუქციის დაზიანების რისკს - გადატვირთული კონსტრუქცია კარგავს დრეკადობას. ჩვენი ანალიზი უზრუნველყოფს პროექტის ტექნოლოგიურობას - კონსტრუქციული კვანძების ისეთ დაგეგმარებას, რომელიც გამორიცხავს რთულად შესასრულებელ ელემენტებს და აჩქარებს მშენებლობის ტემპს.

ყველა პროექტი ინდივიდუალურია, სწორედ ასეთია ჩვენი მიდგომაც რაც გამორიცხავს გამოსაყენებელი მასალების ირაციონალურ ხარჯვას. საბოლოო ჯამში, თქვენ ზოგავთ თანხას მასალაში და შედეგად იღებთ უფრო მდგრად კონსტრუქციას.

ადაპტირება & მორგება საყალიბე სისტემებზე

ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვა რას ნიშნავს საყალიბე სისტემებზე მორგებული/ადაპტირებული პროექტირება?

ჩვენ ვაპროექტებთ კონსტრუქციულ ელემენტებს (სვეტები, პილონები, დიაფრაგმები, ლიფტის შახტები, მონოლითური კოჭები, გადახურვის ფილები) ისეთი გეომეტრიული პარამეტრებით, რომლებიც იდეალურად ერგება საყალიბე პანელების სტანდარტულ ზომებს.

რესურსების ოპტიმალური გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც პროექტი მორგებულია ყალიბზე, მინიმუმამდე დადის მასალის (ფანერა, ხე) დანაკარგი და ნარჩენების რაოდენობა.

საყალიბე სისტემების აწყობა და დაშლა ხდება ბევრად სწრაფად და ნაკლები ადამიანური რესურსით. პროექტირებისას მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები და ადაპტირება მხოლოდ ნახევარი გზაა. გადამწყვეტი ეტაპი მათი ზუსტი აღსრულებაა.

ტექნიკური ზედამხედველობა

ხშირად, პროექტის ოპტიმიზაციის შემდეგ ჩნდება კითხვა: როგორ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ დაზოგილი ბიუჯეტი ხარისხის ხარჯზე არ მიიღწევა? პასუხი ზედამხედველობაშია.

პროექტირების ეტაპზე ჩვენ ვამბობთ, რომ „ზედმეტი არმატურა არ ნიშნავს მყარ კონსტრუქციას“. თუმცა, იმისათვის, რომ დაზუსტებულმა, გონივრულმა რაოდენობამ მაქსიმალური ეფექტით იმუშაოს, მისი განლაგების სიზუსტე კრიტიკულია. სწორედ აქ ერთვება MBG-ის ტექნიკური ზედამხედველობის გუნდი.

პროექტირება გვაძლევს ეფექტურ გეგმას, ხოლო ზედამხედველობა – ამ გეგმის ზედმიწევნით შესრულებას.

ეს არის გარანტია იმისა, რომ ოპტიმიზირებული პროექტი ფურცლიდან რეალობაში უცვლელად გადავა. მისი მეშვეობით ხდება ზუსტი კონტროლი, რათა არ მოხდეს პროექტიდან გადახვევა და შენარჩუნდეს კონსტრუქციის სეისმური დრეკადობა, რაც უსაფრთხოების მთავარი პირობაა. საბოლოო ჯამში, ჩვენი გუნდის ჩართულობა გამორიცხავს მასალების ფლანგვასა და შეცდომებს რაც უზრუნველყოფს რეალურ ფინანსურ დაზოგვას ხარისხის კომპრომისის გარეშე.

MBG-ის ინოვაციური სტანდარტი გულისხმობს მშენებლობის ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას პროექტირების ეტაპზევე, სადაც ჭკვიანური ინჟინრული გადაწყვეტებით, საყალიბე სისტემებთან ადაპტირებითა და ზედამხედველობით მიიღწევა სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაცია ", - აცხადებს გიორგი ხუხუნაიშვილი.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Fredo Handmade საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას გეგმავს

12.06.2026.18:00

Fredo Handmade არის ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც ბაზარზე ცხრა წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და განვითარების მიმართულებებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, სოფი უზნაძეს ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს დღეს Fredo Handmade-ს და როგორია მომხმარებლების გამოხმაურება ახალ კოლექციაზე?

Fredo Handmade უკვე 9 წელია ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ ხის ჩანთებს, რომლებიც აერთიანებს ქართულ ხელოვნებასა და თანამედროვე დიზაინს. მუდმივად ვმუშაობთ ახალი მოდელების, ფერებისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობების დამატებაზე, რათა თითოეული ჩანთა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული იყოს. ახალი კოლექცია ძალიან დადებითად მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მომხმარებლებმა. განსაკუთრებით მოსწონთ პროდუქტის ორიგინალურობა, ხარისხი და ის ფაქტი, რომ თითოეული ჩანთა ინდივიდუალური ხელწერით იქმნება.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა და რომელი პროდუქტებია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული?

ბოლო წლებში მომხმარებლები უფრო მეტად ეძებენ განსხვავებულ და გამორჩეულ აქსესუარებს, რაც ხელნაკეთი პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდაშიც აისახა. დღეს ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი ხის ჩანთები, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოდელები, რომლებზეც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით დაამატონ წარწერები ან დიზაინის ელემენტები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე სასაჩუქრე შეფუთვა, ბრენდირებული ხის ყუთები, რომლებიც პროდუქტის ღირებულებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე და როგორ პასუხობს Fredo Handmade მომხმარებლის მოთხოვნებს?

დღევანდელ ბაზარზე განსაკუთრებით აქტუალურია ეკომეგობრული, ხელნაკეთი და პერსონალიზებული პროდუქცია. მომხმარებლებს სურთ ნივთები, რომლებიც მასობრივ წარმოებაში არ გვხვდება და მათ ინდივიდუალობას გამოხატავს. Fredo Handmade სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვქმნით მცირე რაოდენობის უნიკალურ კოლექციებს და მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი პროდუქტის დიზაინის შექმნაში.

რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი მიზანია Fredo Handmade კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საერთაშორისო ბაზარს და გავაძლიეროთ ქართული ხელნაკეთი პროდუქციის პოზიციები უცხოეთში. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი კოლექციების შექმნაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე. გვინდა, რომ Fredo Handmade ასოცირდებოდეს ხარისხთან, ორიგინალურობასთან და ქართულ ხელოვნებასთან, ხოლო ჩვენი თითოეული პროდუქტი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ემოციას ქმნიდეს.

ინფორმაციისთვის, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა