მე არ ვთვლი, რომ დღეს ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი - ბიზნესმენი ირაკლი ბურდილაძე
მე რომ ვთვლიდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, მე ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ მინისტრთან გამართული შეხვედრების შემდეგ.
მისი თქმით, დღეს პრემიერმაც ისაუბრა იმაზე, რომ აქტიურად გრძელდება დისიეფტიეი-სა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე არ ვთვლი, რომ დღეს ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი. არის პრობლემები, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოსავალი აქედან არის. მე გელაპარაკებით ეკონომიკიდან გამომდინარე და ბიზნესიდან გამომდინარე.
დღეს პრემიერმაც ისაუბრა იმაზე, რომ აქტიურად გრძელდება დისიეფტიეი-სა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ბევრი თემა აქვს საქართველოს დასალაგებელი და ეს პროცესი მარტივი პროცესი არ არის. ამ მიმართულებით დისიეფტიეი-ს და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, რაც ძალიან კარგია. ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც დღეს არის შექმნილი რეგიონში, გვავალდებულებს, როგორც აღინიშნა შეხვედრაზე, გარკვეულ სიფრთხილეს“, - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.