მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მეღვინეობა „ჭალელი“ მასშტაბური მარნის მშენებლობას გეგმავს

news image
mbc image

მეღვინეობა „ჭალელი“ 3 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭალელის“ თანადამფუძნებელი ჯაბა აბაიშვილი ესაუბრა.

„საქმიანობა დავიწყეთ 2022 წელს. პროფესიით მეღვინე-მევენახე ვარ და იქედან გამომდინარე რომ გამოცდილება მქონდა ამ სფეროში გადავწყვიტე, ჩვენი მცირე მარანი  ჩამოგვეყალიბებინა. მომხმარებელს ვთავაზობთ ქართული და უცხოური ჯიშების კლასიკურ ღვინოებს. წარმოდგენილები ვართ, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ჯაბა აბაიშვილი.

ამ ეტაპზე „ჭალელი“ ოთხი სახეობის ღვინოს აწარმოებს. თანადამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა დაინტერესი პროდუქციაზე სტაბილურია.

„ამ ეტაპზე გვაქვს ოთხი სახეობის ღვინო - „ჩინური-გორული მწვანე“, „სოვინიონ ბლანი“, „შავკაპიტო“ და „საფერავი“. ჩვენთვის ძირითადი მოთხოვნის წყარო მაინც ქართული ბაზარია და ქართულ ბაზარზე ვართ კონცენტრირებული. მოთხოვნა სატბილურია და საკმაოდ დიდ მოწონებას ისახურებს ჩვენი ღვინოები “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ჯაბა აბაიშვილი.

„ჭალელი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას, როგორც წარმოების, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით.

„პირდაპირი ექსპორტი გვაქვს ფინეთსა და გერმანიაში. გაფართოებას ვგეგმავთ, წელს ვიწყებთ პროექტს, რაც გულისხმობს მასშტაბური მარნის აშენებას. გვსურს ექსპორტზე უფრო აქტიურად გავიდეთ, რომ კიდევ რამდენიმე ქვეყანა დავიმატოთ და ჩვენი ღვინის მინიმუმ 30% ექსპორტზე გავიტანოთ - ასორტიმენტიც რაოდენობასთან ერთად ალბათ გაგვეზრდება და რამოდენიმე საინტერესო ჯიშს დავამატებთ “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ჯაბა აბაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ „ჭალელის“ პროდუქცია წარმოდგენილია რამდენიმე რესტორანსა და მაღაზიაში. კერძოდ, რესტორან „მარგალიტაში“, „სასმურსა“ და „8000 მოსავალში“, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს მისთვის სასურველი არომატი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა