მეღვინეობა „ჩელთი" პორტუგალიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა
მეღვინეობა ჩელთიმ პორტუგალიაში დახურულ გამოფენაში მიიღო გამოფენა. აღნიშნულია შესახებ კომპანია საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„პორტუგალიაში - პორტოს ერთ-ერთ მეღვინეობა - Quinta de Santa Cristina-ში გაიმართა დახურული ღვინის გამოფენა, სადაც, მხოლოდ მოწვეულ მეღვინეობებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ღონისძიება აერთიანებდა ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ცნობილ მეღვინეობებს, ჩვენ - ჩელთი კი საქართველოს სახელით ვიყავით წარმოდგენილი.
გამოფენა გაიმართა გერმანული ბაზრისთვის, სადაც მოწვეულნი იყვნენ გერმანიის წამყვანი იმპორტიორები. შესაძლებლობა გვქონდა პირადად შევხვედროდით მათ, გაგვეცვალა აზრები და გვესაუბრა მომავალი განვითარების გეგმებზე“, განმარტავენ მეღვინეობა ჩელთში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.