„მეღვინეობა ჯობავა“ ესპანეთში, VinoInfluencers World Awards 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
17–19 სექტემბერს „მეღვინეობა ჯობავა“ ესპანეთში, VinoInfluencers World Awards 2026-ში, ღონისძიების ოფიციალური სპონსორის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა თაკო ჯობავამ განუცხადა.
„VinoInfluencers World Awards საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალებს, მეღვინეებს, იმპორტიორებს, ღვინის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, საერთაშორისო ბრენდებსა და ღვინის სფეროში გავლენიან ადამიანებს აერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ღვინის დეგუსტაციები, food pairing გამოცდილებები, პროფესიული შეხვედრები და სხვა აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურის გაცნობისა და ახალი პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს.
მეღვინეობა ჯობავასთვის“ VinoInfluencers World Awards-ში მონაწილეობა ქართული ღვინის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო პლატფორმების ნაწილი ვიყოთ, სადაც ქართული ღვინის წარდგენა მხოლოდ პროდუქტის გაცნობას არ ნიშნავს. გვინდა, ჩვენს ღვინოებთან ერთად აუდიტორიას გავუზიაროთ ის კულტურა, ისტორია და მეღვინეობის ტრადიცია, რომლის ნაწილიც ვართ“, - ამბობს თაკო ჯობავა, „მეღვინეობა ჯობავას“ დირექტორი.
ღონისძიებაზე მეღვინეობას შესაძლებლობა ექნება, უშუალოდ დაუკავშირდეს საერთაშორისო იმპორტიორებს, ღვინის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, პროფესიონალებსა და ღვინის სფეროს წამყვან საკომუნიკაციო სახეებს.
„მეღვინეობა ჯობავას“ VinoInfluencers World Awards 2026-ში მონაწილეობასა და მომზადების პროცესში მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ ანდრე და კარლა ბაადერები - ღვინისა და მოგზაურობის კონტენტ-კრეატორები და გლობალური ენოტურიზმის ექსპერტები, რომლებიც Loco por Vino-ს ციფრული მედია პლატფორმის უკან დგანან.
„წარმოშობით ბრაზილიიდან და გვატემალადან ვართ და ამჟამად საქართველოში ვცხოვრობთ. ვართ ღვინისა და მოგზაურობის კონტენტ-კრეატორები, ღვინის საერთაშორისო მკვლევარები და გლობალური ენოტურიზმის ექსპერტები. როგორც Vino Influencers Awards-ის (ესპანეთი) ოფიციალური ელჩები საქართველოში, მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ვაკავშირებთ ღვინის თემატიკაზე ორიენტირებულ საერთაშორისო მედია ღონისძიებასთან, რომელიც გლობალური ღვინის ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებს აერთიანებს.
„მეღვინეობა ჯობავამ“ ახალი ეტაპი შექმნა და გახდა პირველი ქართული მეღვინეობა, რომელიც ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ოფიციალურად მიიღებს მონაწილეობას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც შეუძლია ახალი შესაძლებლობები შექმნას ქართული მეღვინეობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე“, - აცხადებენ ანდრე და კარლა ბაადერები.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ანდრე და კარლა ბაადერები მარკეტინგულ ინიციატივებზე, ღონისძიებების გაშუქებასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობენ. მათ ბოლო პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ბრაზილიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მათ შორის Brazilian Sommelier Association-ში (ABS) ჩატარებულ მასტერკლასებსა და ProWine São Paulo-ზე საქართველოს წარდგენას.
2025 წელს მათ საქართველოში 12 ბრაზილიელი სომელიესთვის 15 დღიანი საგანმანათლებლო ვიზიტიც მოაწყვეს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ქართულ მეღვინეობებს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ქვეყნის ღვინის კულტურას.
VinoInfluencers World Awards 2026-ის მთავარი ღონისძიება ესპანეთში, ვალიადოლიდში გაიმართება.
სხვა სიახლეები
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
23.10.2026.14:21
30 ოქტომბერს, თბილისში, Radisson Blu Iveria-ში AgileXchange Georgia 2026 გაიმართება - Agile-ის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიება საქართველოში. ღონისძიების მეხუთე გამოცემა წელს განახლებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით ჩატარდება და მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილების, რეალური ქეისებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას მისცემს.
AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი, რომლისთვისაც Agile მხოლოდ კონკრეტული მეთოდოლოგია არ არის - ეს არის მუშაობის, თანამშრომლობისა და ცვლილებებთან ადაპტაციის პრაქტიკა.
AgileXchange Tbilisi 2026: Hands-On Agile-ის მთავარი იდეა, სწორედ, პრაქტიკაში მიღებული ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ექვსი პარალელური ვორქშოფი საერთაშორისო ტრენერების მონაწილეობით; ასევე, გაიმართება გამოსვლები მთავარ სცენაზე და დისკუსიები ქართველ და საერთაშორისო Agile ლიდერებთან.
AgileXchange-ის მიზანი საქართველოში Agile Community-ის განვითარება, პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა და საქართველოს საერთაშორისო Agile-ეკოსისტემის ნაწილად უფრო აქტიურად წარმოჩენაა.
თიბისისთვის AgileXchange-ის მხარდაჭერა პროფესიული განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერასაც ნიშნავს. ისეთი პლატფორმების გაძლიერება, სადაც ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ მიდგომებსა და მათ შორის დაშვებულ შეცდომებს უზიარებენ, ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალური პროფესიონალების, არამედ მთლიანად ინდუსტრიის განვითარებას.