„მეღვინეობა შუმის“ კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება: კომპანიამ World Luxury Travel Awards-ზე 3 ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა
„მეღვინეობა შუმმა“ მორიგჯერ განიმტკიცა ლიდერის სტატუსი ტურიზმის, მეღვინეობისა და მასპინძლობის მსოფლიო ინდუსტრიაში და პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, World Luxury Travel Awards-ის სამ წამყვან ნომინაციაში (Wine Destination, Tourism Destination, Art & Culture Experience) უპირობო გამარჯვება მოიპოვა.

World Luxury Awards, რომელიც 2006 წელს დაარსდა და გამოირჩევა მკაცრი, დამოუკიდებელი შერჩევის სისტემით. World Luxury Travel Awards-ის ექსპერტთა ჟიური ირჩევს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ სრულიად უნიკალურ კონცეფციებს, გამორჩეულ მახასიათებლებსა და განუმეორებელ მიმართულებებს, რაც მათ გლობალური კონკურენციის პირობებში მკვეთრად გამოარჩევს. მიმდინარე წელს პრემიის ფარგლებში სათანადოდ შეფასდა მეღვინეობა შუმის უნიკალურობა. ეს აღიარება ეფუძნება კომპანიის განსაკუთრებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე მის ანალოგის არმქონე, ექსკლუზიურ სასმელებსა და უნიკალურ ტურისტულ შეთავაზებებს.

მეღვინეობა შუმს აქვს ჯილდოებისა და აღიარებების შთამბეჭდავი პორტფოლიო როგორც მეღვინეობის მიმართულებით, ასევე ღვინის ტურიზმის თვალსაზრისით. ახლა კი ამ საერთაშორისო წარმატებების ნუსხას ეს ავტორიტეტული კონკურსიც შეემატა, სადაც კომპანიამ ერთდროულად 3 სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვა უპირობო გამარჯვება. ეს ახალი ტრიუმფი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შუმი არა მხოლოდ აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს, არამედ თავად ქმნის მომავლის ტრენდებს. კომპანია სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ, უმაღლესი კლასის პროდუქტს, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და პრემიუმ დონის ინოვაციური, პატენტირებული მიდგომები სრულ ჰარმონიაშია.

ეს აღიარება სრულად ასახავს „მეღვინეობა შუმის“ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც წინანდალში, 12 ჰექტარზე გადაჭიმულ ტურისტულ კომპლექსში, ერთიან, ცოცხალ სივრცედ აერთიანებს ქართულ იდენტობას, მეცნიერულ მიდგომებსა და ექსკლუზიური მასპინძლობის უმაღლეს სტანდარტებს. მსოფლიო დონის ეს ეკოსისტემა სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ პრემიუმ კლასის ენოგასტრონომიულ მიმართულებას, სადაც წარმოდგენილია პლანეტის უდიდესი კერძო ამპელოგრაფიული კოლექცია (2000-ზე მეტი ვაზის ჯიშის პლანეტის 49 ქვეყნიდან) და ქვეყნის პირველი ღვინის მუზეუმი. ინფრასტრუქტურის ყოველი დეტალი - მდინარის ქვითა და ავთენტური აგურით ნაგები პავილიონებიდან დაწყებული, ღვინო საფერავით შესრულებული უნიკალური ფრესკებითა და ცნობილი ქართველი ხელოვანების სკულპტურებით დასრულებული მიზნად ისახავს საქართველოს მდიდარი კულტურული კოდის პრემიუმ დონეზე პოპულარიზაციას. სწორედ ამგვარი არქიტექტურული, საგანმანათლებლო და ხელოვნებით გაჯერებული გარემოს დამსახურებით, კომპლექსი სცდება სტანდარტულ ტურისტულ ჩარჩოებს, იდეალურად პასუხობს მაღალი კლასის კულტურული ტურიზმის მოთხოვნებს და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის უმთავრეს, ცოცხალ სავიზიტო ბარათად გვევლინება.

კომპლექსი ყოველწლიურად დინამიკურად ვითარდება, მუდმივად აფართოებს ინფრასტრუქტურას და ნერგავს ახალ, ინოვაციურ შეთავაზებებს. სწორედ ამ უწყვეტი პროგრესის დამსახურებით, „მეღვინეობა შუმს“ ერთგული საერთაშორისო თუ ადგილობრივი მომხმარებელი ყოველი სტუმრობისას ახალ ემოციურ სივრცეებს აღმოაჩენს, ეცნობა უნიკალურ კულტურულ პროგრამებს და აგემოვნებს ანალოგის არმქონე ექსკლუზიურ პროდუქტებს, რაც სტუმრობას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. ამ მიდგომის ლოგიკური შედეგია მადლიერი, ერთგული სტუმრების მზარდი ნაკადი და უმაღლესი საერთაშორისო აღიარებები მსოფლიო ასპარეზზე, რომელთა რიცხვს ახლა უკვე World Luxury Travel Awards-ის ეს სამი პრესტიჟული ჯილდოც შეემატა.

სხვა სიახლეები
„მეღვინეობა შუმის“ კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება: კომპანიამ World Luxury Travel Awards-ზე 3 ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა
16.11.2026.18:00