მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.2
-0.0188
flag
AZN 1.537
-0.0039
flag
CNY 38.868
-0.0106
flag
EUR 3.0412
-0.0139
flag
GBP 3.547
-0.021
flag
KZT 56.49
-0.0054
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.007
news banner

Vaziani Company Berlin Wine Trophy-ის პროექტში ჩაერთვება, რომელიც ქართველ მეღვინეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს

news image
mbc image

Vaziani Company Berlin Wine Trophy-ის ფარგლებში დაგეგმილ სპეციალურ შეთავაზებაში სხვა ქართულ ღვინის მწარმოებლებთან ერთად ჩაერთვება. ინიციატივა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის გამარტივებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსმა, აურიკა კროიტორმა, განუცხადა.

რაოგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქართული ღვინის მწარმოებლებს Berlin Wine Trophy-სა და Asia Wine Trophy-ში მონაწილეობა სპეციალური პირობებით შეეძლებათ. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ კონკურსებზე ნიმუშების ტრანსპორტირების ხარჯს სრულად ორგანიზატორები დაფარავენ.

Berlin Wine Trophy Group წელიწადში სამ საერთაშორისო კონკურსს ატარებს - ორს ბერლინში და ერთს სამხრეთ კორეაში. წელს ზაფხულის კონკურსი ბერლინში გაიმართება, სადაც ქართული ღვინის ნიმუშები გაიგზავნება. ამის შემდეგ კი იმავე ნიმუშების ტრანსპორტირება ორგანიზატორების დაფინანსებით სამხრეთ კორეაში განხორციელდება, სადაც Asia Wine Trophy ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.

შეთავაზების ფარგლებში ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, კლასიკური და ქვევრის ღვინის კატეგორიებიდან ორ-ორი ნიმუში სპეციალური პირობებით წარადგინონ. შემდგომ ნიმუშებზე კი ფასდაკლება გავრცელდება, რაც მონაწილეობის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის. Berlin Wine Trophy გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსია, რომლის მედლები და შეფასებები საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. კონკურსზე მიღებული ჯილდოები და ქულები მწარმოებლებს საკუთარი ღვინის, ჭაჭისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

როგორ აფასებთ დღეს ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო მოთხოვნას?

ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ღვინის მოხმარების გარკვეული კლება შეინიშნება, რაც თითქმის ყველა ბაზარზე აისახა. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და რუსეთში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა კვლავ მზარდია.

ამჟამად, დაახლოებით 20 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, ასევე მაღალალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის ჭაჭას. ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის, სადაც ტრადიციულად ყველაზე მაღალი მოთხოვნა ადგილწარმოშობის ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, მათ შორის ქინძმარაულსა და ხვანჭკარაზე, ფიქსირდება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ღვინის საერთაშორისო ბაზარი დღეს ძალიან დინამიკურია, ამიტომ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს, პროცესები მუდმივად მოვარგოთ არსებულ ვითარებას და ოპტიმიზაციის პარალელურად გავზარდოთ საქმიანობის მასშტაბი. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, რიგ ბაზრებზე მოთხოვნის ზრდა გვაძლევს საფუძველს, რომ საერთაშორისო მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და ქართული ღვინის პოზიციები გავაძლიეროთ.

ცნობისთვის, მეღვინეობა კახეთში, ქ. თელავში მდებარეობს, რომელიც 1982 წელს დაფუძნდა და მისი რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Art Glass Studio 2026 წლის პირველ ნახევარს აჯამებს და განვითარების გეგმებზე საუბრობს

28.08.2026.12:00

2026 წლის პირველი ნახევარი Art Glass Studio-სთვის მნიშვნელოვანი პროექტებითა და მზარდი მოთხოვნით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიამ რამდენიმე მასშტაბური პროექტი განახორციელა. მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლია ცქვიტინიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით Art Glass Studio-სთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის საკმაოდ დატვირთული იყო. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ეკლესიის რესტავრაციის პროექტზე, რომელიც 1-ელ ივლისს სრულად დავასრულეთ.

პროექტის ფარგლებში სრულად ჩამოვხსენით არსებული ვიტრაჟები, ჩავატარეთ მათი საფუძვლიანი წმენდა და აღდგენა. დავამზადეთ პირვანდელ ვერსიასთან მაქსიმალურად მიახლოებული ახალი ფრაგმენტები, დაზიანებული ნაწილები კი სრულად აღვადგინეთ. საბოლოოდ, ვიტრაჟები პირვანდელი სახით დავაბრუნეთ. ეს ჩვენთვის საკმაოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი იყო.

გარდა ამისა, ახლახან დავასრულეთ კიდევ ერთი პროექტი - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ არ გახსნილა. რამდენიმე სივრცეში მხატვრული ვიტრაჟები დავამონტაჟეთ.

როგორი იყო მოთხოვნა კომპანიის ძირითად სერვისებზე წლის პირველ ნახევარში და რა მიმართულებებზე გამოიკვეთა ყველაზე მეტი ინტერესი?

გასულ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა გაიზარდა და სტაბილური ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ეტაპობრივად იზრდება ჩვენი ცნობადობაც, მომხმარებლების გამოხმაურება უფრო აქტიურია და შეკვეთების რაოდენობაც მზარდია.

რა არის Art Glass Studio-ს მთავარი პრიორიტეტები და გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა ახალი მიმართულებების, სერვისების ან სასწავლო პროგრამების დამატება?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მიმდინარე პროექტებზე მუშაობის გაგრძელებაა. ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტი გვაქვს, მათ შორის როგორც დიდი, ისე შედარებით მცირე მასშტაბის.

ამასთან, ვფიქრობთ სასწავლო მიმართულების განვითარებაზეც, რადგან კურსების მიმართ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. სამომავლოდ ვგეგმავთ რამდენიმე დღიანი მასტერკლასებისა და უფრო ხანგრძლივი სასწავლო კურსების ჩატარებას. შესაძლებელია, კურსები მონაწილეებისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივასაც მოიცავდეს. ეს მიმართულება ჩვენს სამომავლო გეგმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ინფორმაციისთვის, Art Glass Studio ნებისმიერი ზომისა და სირთულის შეკვეთებზე მუშაობს. წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს კი ძირითადად თურქეთიდან და ინგლისიდან მოიპოვებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა