მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Melaanian Vintage - Guest House გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

კახეთში მდებარე Melaanian Vintage - Guest House გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელმა თეონა თაბორიძემ განაცხადა, Melaanian Vintage - Guest House-ს ტერიტორიაზე იგეგმება საკონფერენციო დარბაზის და აუზის მოწყობა.

„სამომავლოდ ახალი სივრცის დამატებას ვგეგმავთ, საუბარია საკონფერენციო სივრცეზე და ასევე გეგმაშია ღია რესტორანი და პატარა, ღია აუზი. აუზზე ჩვენი სტუმრების მხრიდან სულ არის მოთხოვნა“, - აცხადებს სასტუმროს მფლობელი. 

ირკვევა, რომ ზაფხულის ცხელ თვეებში Melaanian Vintage - Guest House-ზე მოთხოვნა იკლებს, თუმცა აგვისტოს ბოლოდან ჯავშნები იზრდება და გვიან შემოდგომამდეა აქტიურობა. 

„ივლის-აგვისტოში კახეთში საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და სიცხის გამო ოდნავ იკლებს სტუმრების რაოდენობა, თუმცა აგვისტოს ბოლოდან უკვე ჯავშნების რაოდენობა იზრდება. აქტიურად შემოდიან ტურისტული ჯგუფებიც.

Melaanian Vintage - Guest House-ს მაგალითზე უცხოელი სტუმრები ლიდერობენ და განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანელ ტურისტებს“, - აცხადებს  თეონა თაბორიძე.

მისივე თქმით, Melaanian Vintage - Guest House გარდა ღამის თევის სერვისისა სტუმრებს გასტრო მიმართულებასაც აქტიურად სთავაზობს, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი ევროპელ ტურისტებშია. 

„აქტიურად ვთავაზობთ სხვადასხვა სახის კულინარიულ მასტერკლასებს და ინტერესის კუთხით ევროპა ლიდერობს. გვაქვს ასევე ჩაის სმის ცერემონიალები, მოდიან ჩაის დასაგემოვნებლადაც, სხვათა შორის აზიიდანაც. ჩაის კრეფის სეზონის დროს ჩაის შეგროვების ტურები გაქვს, სადაც აქტიურობენ როგორც ევროპელი ტურისტები, ისე ქართველი დამსვენებელიც. 

შემოდგომიდან რთველის ტურებიც ემატება. ამ მხრივ წინასწარი ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გაქვს, სადაც სტუმრებს რთველში მასტერკლასების და სხვადასხვა აქტივობების გარდა სადილსაც ვთავაზობთ“, - აცხადებს Melaanian Vintage - Guest House-ს მფლობელი. 

სასტუმრო Melaanian Vintage 2020 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით გაიხსნა. Melaanian Vintage ეკო კომპლექსია, სადაც სტუმრების განთავსება განსხვავებულ ეკო ვინტაჟურ გარემოში ხდება. ეკოვინტაჟურ სასტუმროში ოთხი  ნომერია, სადაც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქ კახეთის რეგიონისთვის განსხვავებულ სივრცეში აღმოჩნდებით და ბიო ნატურალური ბალახოვანი ჩაის სათავგადასავლო ტურშიც ჩაერთვებით. 

ამ ეკოტურისტული მეურნეობის განსაკუთრებული მიმართულება ბიო-ნატურალური ჩაია. მასპინძელი ამჟამად ორი სახეობის - ბარამბოს და ვარდის კვირტის ჩაის აწარმოებს, რომლებსაც დეგუსტაციის შემდეგ აქვე შეიძენთ. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა