მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მელაანური ჩაი“ ასორტიმენტს აფართოებს

news image
mbc image

„მელაანური ჩაი“ ასორტიმენტს აფართოებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელი თეონათა ბორიძე ესაუბრა. კომპანია ამ ეტაპზე სამი სახეობის ჩაის აწარმოებს.

„ჩვენ სამი სახეობის ჩაი გვაქვს: თავშავა, ბარამბო და ველური ვარდი. გასულ სეზონზე ექსპერიმენტულად დავამტეთ ერთი სახეობა, ველური კომშის ყვავილი. გვქონდა ძალიან ცოტა რაოდენობა, რადგან არ ვიცოდით ბაზარი როგორ მიიღებდა. თუმცა, ფაქტობრივად ნიმუშებიც აღარ დაგვრჩა ისე მალე გაიყიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, ამ სეზონზე ამ სახეობასაც აქტიურად ჩავუშვებთ ბაზარზე და რაოდენობა გვექნება მოთხოვნიდან გამომდინარე. ტექნოლოგიურად ვვითრდებით, ერთი პატარა გრანტის ფარგლებში, შესაფუთ მასალებს ვცვლით, რის შედეგადაც შენახვის პირობები გაგვიუმჯობესდება. ეს აისახება, როგორც ხარისხზე: ფერი, სუნი, არომატი, უფრო მდგრადი და პირვანდელი სახით შენარჩუნდება და ასევე ვფიქრობთ, რომ გაყიდვებზეც დადებითად აისახება. იმიტომ რომ ველურ ვარდს ჰქონდა პრობლემა შენახვისას, ფერი ეცვლებოდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტექნოლოგიურად დავხვეწოთ შენახვის პირობები, რაც წესით  გაყიდვებზეც იმოქმედებს ბუნებრივად“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე.

პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ,,თავშავა".

„ამ ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნაა უფრო მეტად ,,თავშავაზე", თავშავას ყვავილზე. პირველი ინდიკატორი ალბათ „თვალი ჭამს და თვალი სვამს“ ამბავია იმიტომ, რომ  ლამაზი და მიმზიდველი სტრუქტურა აქვს,  გარდა ამისა, სამკურნალო თვისებებიც და ფაქტობრივად ლიდერობს ,,თავშავა". მერე მოჰყვება ვარდი, ბარამბო და ველური კომში, რომელიც  რეალურად, ძალიან ცოტა გვქონდა“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა