„მელაანური ჩაი“ წარმოებას აფართოებს და ახალ საწარმოს აშენებს
„მელაანური ჩაი“ ტყის ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული ბიოჩაის ბრენდია, რომელიც 2021 წელს დაარსდა. თავდაპირველად კომპანია სამი სახეობის მონოფლორალურ ჩაის აწარმოებდა, თუმცა წლების განმავლობაში მისი პროდუქციის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „მელაანური ჩაის“ დამფუძნებელს, თეონა თაბორიძეს ესაუბრა.
„2025 წელს ჩვენს ასორტიმენტს დაახლოებით 7 ახალი სახეობა დაემატა. გარდა ამისა, კორპორატიული სეგმენტისთვის ახალი შეფუთვები შევქმენით, რომლებმაც მომხმარებლების მხრიდან დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
ამასთან, ვიწყებთ პროექტს, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით და რომელიც ჩვენი დიდი ხნის მიზანი იყო - დონორი ორგანიზაციების, ევროკავშირისა და World Vision-ის მხარდაჭერით, ახალ საწარმოს ვაშენებთ.
მიუხედავად იმისა, რომ „მელაანური ჩაი“ მელაანში შეიქმნა და განვითარდა, საწარმოო მიმართულების გაფართოებისთვის ეკომეგობრულ, ენერგოეფექტურ, ხის კონსტრუქციის მცირე საწარმოს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანში ვაშენებთ.
მაღრაანი გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემითა და მდიდარი ტყის რესურსებით. სწორედ აქ აღმოვაჩინეთ არაერთი სამკურნალო მცენარე, რომელსაც დღეს უკვე აქტიურად ვიყენებთ წარმოებაში. არსებული ნედლეულის გარდა, პროდუქციის შემადგენლობას ახალი მცენარეული ინგრედიენტებიც დავამატეთ. ვვარაუდობთ, რომ სექტემბრისთვის საწარმო უკვე დასრულებულ ვიზუალურ სახეს მიიღებს.
საწარმო მხოლოდ წარმოების ფუნქციას არ შეასრულებს. სივრცეში მოეწყობა სადემონსტრაციო და საგანმანათლებლო ზონებიც, სადაც გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული აქტივობების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებით პარტნიორობა გვაქვს კოლეჯ „აისთან“. ასევე, მზად ვართ ტყის მეურნეობის, მწვანე ტურიზმისა და სხვა შესაბამისი პროგრამების ფარგლებში პრაქტიკის ბაზის ფუნქციაც შევასრულოთ.
მიმდინარე წელს ტურისტული მიმართულების სრულად განვითარებას ვერ მოვასწრებთ, თუმცა უკვე ვგეგმავთ, რომ მომავალი სეზონიდან მაღრაანში იმ გამოცდილების შეთავაზება დავიწყოთ, რომელსაც დღეს მელაანში ვთავაზობთ სტუმრებს. ჩვენი ხედვით, სივრცე ორგანულად დაუკავშირდება თუშეთის ტურისტულ მარშრუტს - მოგზაურებს შესაძლებლობა ექნებათ, თუშეთისკენ გამგზავრებამდე ჩვენთან გაჩერდნენ, დაესწრონ ჩაის ცერემონიას, დეგუსტაციასა და მასტერკლასებს, დააგემოვნონ მცირე ხემსი ან მსუბუქი ლანჩი.
გვინდა, რომ ეს მცირე სივრცე რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდეს - წარმოებას, განათლებას, გამოცდილების გაზიარებასა და ტურიზმს “, - აცხადებს თეონა თაბორიძე.
ბრენდი სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას და ახალი სახეობების დამატებას გეგმავს.
„სამომავლოდ, ვგეგმავთ დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ჩაის ხაზის დამატებას. ამ მიმართულებით საჭირო მცენარეები უკვე ხელმისაწვდომია და აქტიურად ვმუშაობთ მათ მოპოვებასა და წარმოებაში ინტეგრაციაზე.
ასევე, ვმუშაობთ ტყის კენკრის ჩაის ერთ ახალ სახეობაზე - ამ ეტაპზე რამდენიმე ვარიანტი უკვე დამუშავების პროცესშია.
პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის მიმართულებითაც. უკვე გადადგმულია პრაქტიკული ნაბიჯები და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციები, რომლებიც დაგვეხმარებიან ევროპულ ბაზარზე შესვლის პროცესში, მოგვცემენ რჩევებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ და როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ შესაბამისი სტანდარტები“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
N1 ქსელი სამოგზაუროდ - „სელფის” როუმინგის კამპანია
14.07.2026.20:15
„სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე.
„მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში. საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
„როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.
როუმინგის პაკეტების შესახებ დეტალურად: როუმინგი / როუმინგის პაკეტები - Cellf
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ
http://cellfie.ge;ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე. [ლინკი ვიდეოზე]
მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში.
საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ — აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.