მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0008
flag
AZN 1.575
-0.0011
flag
CNY 39.368
0.0001
flag
EUR 3.1146
-0.0055
flag
GBP 3.5759
-0.0079
flag
KZT 57.23
0.0015
flag
TRY 0.0587
-0.0001
flag
USD 2.6774
-0.0015
news banner

მენეჯერების ყველაზე დიდ შეცდომას ჰქვია: „მე რომ შენხელა ვიყავი“ - ეს მიდგომა თანამედროვე კომპანიებში აღარ მუშაობს l ალექსანდრე ჯეჯელავა

news image

„ქართველი მენეჯერების ყველაზე დიდ შეცდომას ჰქვია „მე რომ შენხელა ვიყავი“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი განმარტებით, მილენიალი ხელმძღვანელები ხშირად უშედეგოდ ცდილობენ ახალგაზრდა, „ჯენ ზი“ თაობის თანამშრომლებს ისე დაავალონ საქმე და ისეთი გარემო შეუქმნან, როგორიც თავად, წლების წინ მოუნდებოდათ, რაც თანამედროვე ბიზნესრეალობაში აღარ მუშაობს.

„ყველაზე დიდ შეცდომას ჰქვია: „მე რომ შენხელა ვიყავი...“ ეს ფრაზა მშობლობის შესახებ ერთ-ერთ წიგნში შემხვდა, სადაც ეწერა, რომ ამ სიტყვებს მიღმა რაც კი მოჰყვება, ყველაფერი ტყუილია. მე ზუსტად იგივეს გადმოვტანდი მენეჯერობაზეც. რეალურად, შენ როგორ გახსოვს, რას აკეთებდი ან რას ფიქრობდი, მაგალითად, 21 წლის ასაკში  - ეს მოგონება შენს ცნობიერებაში უკვე მილიონჯერ არის შეცვლილი და გადაკეთებული. შეგნებულად კი არ ტყუი, უბრალოდ, შენს მეხსიერებას ასე ახსოვს - წარსულის მხოლოდ საუკეთესო, იდეალური ვერსია შემოგრჩა.

დღესდღეობით მენეჯერების უმეტესობა მილენიალია, ანუ 1981-დან 1996 წლამდე დაბადებული ადამიანები (თუ ამერიკული კატეგორიზაციით ვისაუბრებთ). ტრადიციულად, მენეჯერი მილენიალია, ხოლო ახალი თანამშრომელი, რომელიც კომპანიაში მოდის „ჯენ ზი“. ამასობაში ეს „ჯენ ზიებიც“ უკვე 29-30 წლისანი გახდნენ.

ეს მილენიალი მენეჯერი ხშირად ცდილობს, ახალ თანამშრომელს ისე დახვდეს, როგორც თავად ისურვებდა, რომ დახვედროდნენ; ისე დაავალოს საქმე, როგორც თვითონ გაუხარდებოდა და ზუსტად ისეთი სამუშაო გარემო შეუქმნას... მაგრამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მიდგომა ასე აღარ მუშაობს.

 

მეც კარგად მახსოვს, როდესაც მუშაობა დავიწყე (მე „X თაობის“ წარმომადგენელი ვარ), ჩემი ერთ-ერთი პირველი და ხანგრძლივი სამსახური ეროვნული ბანკი იყო. იქ ჩემი წინა თაობის, ანუ „ბეიბი ბუმერების“ წარმომადგენლები მუშაობდნენ. ყველაფერი, რასაც ისინი მირჩევდნენ და მასწავლიდნენ, ფაქტობრივად სრულიად აცდენილი იყო ჩემს რეალობას თუნდაც ტექნოლოგიების გამოყენების, ოპერატიულად გადაწყვეტილებების მიღებისა თუ ცვლილებების შეტანის ნაწილში.

ამიტომ, ჩემი მთავარი რჩევა იქნებოდა - ნუ ჩათვლით, რომ ადამიანი, რომელიც თქვენთან სამუშაოდ მოდის, თქვენნაირია. კი ბატონო, მასაც ორი თვალი და ორი ყური აქვს, ადამიანია, აქვს ფასეულობები, უყვარს ოჯახი, მაგრამ ზუსტად მანდ მთავრდება მსგავსება და იწყება ძალიან დიდი განსხვავებები“, - აცხადებს ჯეჯელავა. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Miami Ad School ახალ ლოკაციაზე - საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო

19.05.2026.16:34

საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.

ახალი ფორმატი, ახალ ლოკაციაზე - Miami Ad School-ი ახლა სტუდენტებს მადრიდში მიიღებს. პროგრამა ერთწლიანია. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee).

წელს Copywriting-ისა და Art Direction-ის პროგრამებს გარდა, სტიპენდიატებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე Creativity & Artificial Intelligence (შემოქმედება და ხელოვნური ინტელექტი).

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია 2019 წელს დააწესა და ყოველ წელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1-წლიან კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა