მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
თიბისი, როგორც საქართველოს ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ახალი თაობის გამარჯვებების მხარდაჭერას. განათლება გამარჯვებაა - სწორედ ამ რწმენით, თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული AI ნაკრები 2-8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOAI 2026 იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე შექმნილ ტექ ოლიმპიადების ჰაბში, საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მრავალთვიანი, ინტენსიური მომზადება გაიარა. მონაწილეებმა GAIA-ს სპეციალური საოლიმპიადო პროგრამის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკული მიმართულებები შეისწავლეს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ელყანიშვილია, თანახელმძღვანელები კი ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ირიან.
შოთა ელყანიშვილი: „ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე მიღებულმა წარმატებამ კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა, რომ საერთაშორისო დონეზეც კონკურენტუნარიანები ვართ. წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ მომზადების მეთოდებს, რათა თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს. გვჯერა, რომ ეს შრომა საერთაშორისო ოლიმპიადაზეც შედეგს მოიტანს“.
ლუკა დარსალია: „ჩვენ ვიცით, რომ ასტანაში მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებები დაგვხვდებიან, თუმცა ჩვენი გუნდი ამისთვის მზად არის. ინტენსიურმა მომზადებამ თავდაჯერებულობა მოგვცა, ხოლო ასეთ გამორჩეულ მოსწავლეებთან მუშაობა ჩვენთვისაც მუდმივი განვითარების პროცესია“.
ნიკა მიქაბერიძე: „ჩვენი მიზანი მაღალი შედეგი და მედლებია. მოსამზადებელ პროცესში უზარმაზარი შრომა ჩავდეთ, შევქმენით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამა და გვჯერა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრების წარმატებაში აისახება“.
IOAI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასკოლო ტექნოლოგიური შეჯიბრებაა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. საქართველო მასში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს, რაც ქვეყნის AI განათლების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.
თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია სისტემურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნას, საერთაშორისო გამოცდილებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სივრცეს აძლევს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
04.08.2026.13:14
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია, ბანკი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს და ახალგაზრდა პროფესიონალებსა თუ მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს, შეავსეთ განაცხადი და განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.
მოიპოვეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ს პროგრამაში და ისწავლეთ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკი უკვე ათ წელზე მეტია, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს და დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად უფინანსებს.
პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027–2028 სასწავლო წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
მოიპოვეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია UWC-ის საერთაშორისო განათლების პროგრამაში და ისწავლეთ სასურველ სკოლაში
ხარისხიან საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი UWC Georgia-ს პარტნიორია.
პარტნიორობის ფარგლებში ბანკი 15–17 წლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით სწავლა მსოფლიოს 17 ქვეყანაში მოქმედ 18 UWC სკოლაში გააგრძელონ. პროგრამა ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის, ერისა და საზოგადოების დაახლოებას განათლების გზით და ახალგაზრდებს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს.
საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ორი სტიპენდიატია გამოვლენილი.
საერთაშორისო განათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება.
განაცხადის შესავსებად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.