MEP სისტემების ნომერ პირველი ოქროს ბრენდი - „იმპოსტი მეპ“
20 ივნისს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართა „ოქროს ბრენდის“ რიგით 21-ე დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ბიზნესსექტორში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება და ხშირად „ბიზნეს ოსკარის“ სახელითაც მოიხსენიება.
წლევანდელ ღონისძიებაზე MEP სისტემების კატეგორიაში ნომერ პირველი ოქროს ბრენდის ტიტული კომპანია „იმპოსტი მეპ“-ს მიენიჭა. აღნიშნული ჯილდო კომპანიის მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის, მაღალი პროფესიონალიზმის, საიმედო და ხარისხიანი მომსახურების, ასევე ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებების აღიარებაა.

„იმპოსტი მეპ“-ის წარმატების საფუძველს წარმოადგენს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ცოდნის გაღრმავებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფაზე. კომპანიის მიერ შემუშავებული ინოვაციური გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ენერგოეფექტური, უსაფრთხო და მდგრადი საინჟინრო სისტემების შექმნას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
დღეს „იმპოსტი მეპ“ არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს და სამშენებლო სექტორისთვის საიმედო პარტნიორად რჩება. „ოქროს ბრენდის“ ჯილდოს მოპოვება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ლიდერ პოზიციას MEP სისტემების სფეროში და მომხმარებელთა ნდობას, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ხარისხზე ორიენტირებული საქმიანობით მოიპოვა.
სხვა სიახლეები
ალდაგში ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან
22.06.2026.14:57
სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან. 22 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შემდეგ, კომპანიაში 1200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. სეტყვამ ძირითადად ავტომობილები დააზიანა. ზიანი მოიცავს, როგორც საცალო, ისე კორპორატიულ ავტომობილებს.
არსებული გამოწვევის ფონზე, ალდაგის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, დამდგარი ზარალის შეფასებასა და კომპენსაციის უსწრაფესად გაცემაზე. ავტომობილების ნაწილი უკვე შეფასებულია და თითოეულ მომხმარებელთან ეტაპობრივად ავტომობილების აღდგენის ინდივიდუალური გეგმა თანხმდება.
“თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ჩვენი გუნდი, შაბათიდანვე აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესში სწრაფი დახმარება აღმოვუჩინოთ მომხმარებლებს, რომლებიც გვენდობიან და ასეთი სტიქიის დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას ელიან ჩვენგან,” - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგი ლიდერი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რაც დასტურდება როგორც MSME და კორპორატიულ, ისე საცალო დაზღვევის სეგმენტებში. კომპანიის პორტფელი 150,000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს.
გასულ წელს, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალების საერთო რაოდენობამ 110 მლნ ლარამდე შეადგინა.