მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სთან დაკავშირებით SOLO Talks-ის შეხვედრა გაიმართება

news image
mbc image

SOLO-ს მხარდაჭერით, წელს საქართველოში ქართული მოდის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიის კრიტიკოსებს, მოდის მიმდევრებს და მედიის წარმომადგენლებს Factory Tbilisi-ში მასპინძლობს, სადაც ისინი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს ესწრებიან.

მოდის მოყვარული SOLO მომხმარებლებისთვის კი ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სთან დაკავშირებით SOLO Talks-ის შეხვედრა გაიმართება. 6 მაისს 15:00 საათზე ჭავჭავაძის ლაუნჯში ALDOMARIACAMILLO-ს დამფუძნებელთან და კრეატიულ დირექტორთან, Aldo Maria Camillo-სთან შეხვედრა ჩატარდება, სადაც ის მსმენელს სამოდელო სახლებში მიღებული გამოცდილებისა და საკუთარი ბრენდის შექმნის ისტორიაზე მოუყვება, ასევე, გაუზიარებს მოდის მეშვეობით იდენტობის გამოხატვის ხერხებს და ALDOMARIACAMILLO-ს მოდის სახლში მამაკაცის კოლექციის შექმნის პროცესზე ესაუბრება.

SOLO Talks-ზე დასწრება მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის არის შესაძლებელი. SOLO Talks არის ღონისძიებების ყოველკვირეული სერია, სადაც თავის სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრა იტალიელ მწერალთან და ანტერპრენერთან, Danilo Venturi-სთან, სადაც სპიკერი პანდემიის, ომისა და ეკონომიკური კრიზისების გავლენით მოდის ახალი ეპოქის წარმოქმნის შესახებ ესაუბრა მსმენელს.

ინფორმაციისთვის, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4-8 მაისს Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე ტარდება. SOLO მომხმარებლებისთვის აღნიშნულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება SOLO Boutique-ის სტენდი, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ გამორჩეული ბრენდების (Crash Baggage, Gaggia, Philippe V, Luccaffe, Stetson, Bangle Up...) პროდუქცია და SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას ისარგებლონ 20%-იანი ქეშბექით. SOLO და WM ბარათის მფლობელებისთვის კი აღნიშნული ბრენდების ნივთები SOLO ლაუნჯში და Shopshop.ge-ზე არის ხელმისაწვდომი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა