Mercedes-Benz Trucks and Buses-ის არგენტინის ფილიალმა $110 მილიონის ღირებულების ახალი საწარმოო ქარხანა გახსნა
Mercedes-Benz Trucks and Buses-ის არგენტინის ფილიალმა 110 მილიონი დოლარის ღირებულების სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიული ქარხანა გახსნა.
ქარხანას წელიწადში 10,000 ერთეულის წარმოება შეუძლია და ის აწარმოებს Mercedes-Benz Atego და Mercedes-Benz Accelo სატვირთოებს, ასევე Mercedes-Benz OH chassis და Mercedes-Benz OF chassis ავტობუსებს, - განაცხადეს კომპანიის აღმასრულებლებმა პრესკონფერენციაზე.
აღსანიშანვია, რომ ქარხანა მდებარეობს პორტთან ახლოს, რაც ლოგისტიკურ პროცესებს გაამარტივებს.
კომპანიის ცნობით, 2025 წელს მან გაყიდა 422,510 სატვირთო ავტომობილი და ავტობუსი, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 460,409 ერთეული იყო.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.