მერე ბარათის საგაზაფხულო შეთავაზებები
გაზაფხულიც დადგა და ყველაზე თბილი დღესასწაულებიც მოგვიახლოვდა — დედის დღე და 8 მარტი. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა გვინდა, საყვარელი ადამიანები განსაკუთრებული საჩუქრებითა და ყურადღებით გავახაროთ. თუმცა, მოდი, ვაღიაროთ: სადღესასწაულო შოპინგი ხშირად ბიუჯეტისთვის ნამდვილი გამოწვევაა.
სწორედ ამიტომ Silk Bank-მა გადაწყვიტა, ეს პროცესი მაქსიმალურად გაემარტივებინა და მერე ბარათის ფარგლებში ისეთი საგაზაფხულო პირობები შექმნა, სადაც საჩუქრების ყიდვა მხოლოდ სასიამოვნო ემოციებთანაა დაკავშირებული და არა — ფინანსურ სტრესთან.
რას ნიშნავს მერე ბარათის ორმაგი სარგებელი?
აქციის ფარგლებში, მერე ბარათით გადახდისას თანხის გარკვეულ ნაწილს ქულების სახით დაიბრუნებთ, ღირებულება კი რამდენიმე თვეზე განაწილდება, კერძოდ:
● დაიბრუნეთ 20%: შერჩეულ პარტნიორ ობიექტებში გადახდისას თანხის 20% (მაქსიმუმ 100 ლარი) გიბრუნდებათ უკან ქულების სახით;
● გაანაწილეთ 0%-ად: საჩუქრის ღირებულებას იხდით ეტაპობრივად, მომდევნო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი დამატებითი პროცენტისა და გაძვირების გარეშე.
რაც მთავარია, ეს პირობა მოქმედებს ყველაფერზე! ონლაინ ყიდულობთ თუ პირდაპირ მაღაზიაში მიდიხართ, უკვე ფასდაკლებულ ნივთს ირჩევთ თუ ახალ კოლექციას — სარგებელს ნებისმიერ შემთხვევაში იღებთ.
სად და როდის მოქმედებს აქცია?
შეთავაზება ორ ეტაპად არის დაყოფილი, რათა ზუსტად მივყვეთ დღესასწაულების რიტმს:
2-3 მარტი: აჩუქე მზრუნველობა
ამ დღეებში შეგიძლიათ, საკუთარი თავიც გაინებივროთ და საყვარელ ადამიანებს თავის მოვლის პრემიუმ საშუალებები ან სხვა საჭირო პროდუქტები წამყვან სააფთიაქო ქსელებში შეუძინოთ, თანხა კი თვეებზე გაანაწილოთ:
● PSP — ანაწილებთ 3 თვეზე
● ფარმადეპო — ანაწილებთ 4 თვეზე
● GPC — ანაწილებთ 4 თვეზე
● ფარმსახლი — ანაწილებთ 3 თვეზე
7-8 მარტი: სილამაზე და ესთეტიკა
დროა, ფოკუსი პარფიუმერიასა და ყვავილებზე გადავიტანოთ. მართალია, 8 მარტი ქალთა დღეა, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილ ბრენდებში სუნამოების სრულ კოლექციაზე დაგხვდებათ ფასდაკლება; ბონუსად კი შეგიძლიათ, ულამაზესი თაიგულებიც შეიძინოთ:
● ვულევუ — ანაწილებთ 4 თვეზე
● ლუტეცია — ანაწილებთ 4 თვეზე
● ისი პარი — ანაწილებთ 4 თვეზე
● flowers.ge — ანაწილებთ 3 თვეზე
რაში დავხარჯოთ დაგროვებული ქულები?
დაბრუნებული ქულები პირდაპირ თქვენს Silk მობაილბანკში აისახება. არანაირი რთული წესები — აპლიკაციაში ერთ ღილაკზე დაჭერით ქულებს მომენტალურად ცვლით ლარში და განკარგავთ ისე, როგორც თავად გსურთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, მერე ბარათით შეგიძლიათ, კომპრომისზე არ წახვიდეთ, შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია და იდეალური შეთავაზებით ისარგებლოთ — მიმდინარე ფასდაკლებებთან და თანხის განაწილებასთან ერთად, 20% (მაქსიმუმ, 100 ლარი) ქულების სახით დაიბრუნოთ.
და თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მერე ბარათი, მისი აღება სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. შეუკვეთეთ პირდაპირ Silk მობაილბანკიდან, ან მარტივად აიღეთ ბანკის ფილიალებსა და პარტნიორ კომპანიებში.
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.