„მეტროპოლ ქავთარაძე“ - ახალი მულტიკომპლექსური პროექტის მშენებლობა დაიწყო
უპრეცედენტოდ მაღალი კონკურენცია დეველოპერებს შორის თუ მომხმარებლის მკვეთრად შეცვლილი საინვესტიციო ქცევა - სამშენებლო სექტორში მოთხოვნის თამასა გაიზარდა და კომპანიებს სულ უფრო მოდერნიზებული და საუკეთესო პროექტებისა დაპირობების შეთავაზება უწევთ დამკვეთისათვის. უძრავი ქონების შერჩევისას მომხმარებელი გაცილებით მეტ ფაქტორს ითვალისწინებს, ვიდრე ეს რამდენიმე წლისწინათ იყო. უცვლელი დარჩა მხოლოდ დეველოპერის კეთილსინდისიერება დაპროფესიონალიზმი, რომელიც კომპანიას, სამშენებლო ბუმის ფონზე, ბაზარზესხვებისაგან გამოარჩევს.
მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო გადაწყვეტები, შემოქმედებითი არქიტექტურული სტილი, მაღალი ენერგოეფექტურობა, უსაფრთხოება დაგამწვანება - ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს დეველოპერული კომპანია„მეტროპოლი“, რომელმაც ახალი კომპლექსის აქტიური სამშენებლო პროცესიქავთარაძის ქუჩაზე დაიწყო.
სამუშაოები ინტენსიურად, ახალი ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სრული წესების დაცვით მიმდინარეობს. პროექტი სამ წელიწადში დასრულება და 2026 წლის დეკემბერშიდედაქალაქს ახალი საცხოვრებელი სივრცე შეემატება ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.