მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მეტროპოლ ლისი“ - ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით

news image
mbc image

„მეტროპოლ ლისი“ „ჭკვიანი დასახლება“ იქნება, რომელიც თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ კერძო დასახლების პირველი პროექტი დაიწყო. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 000 M2 ფართობზე 70-ამდე ვილა განთავსდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 40 მლნ ლარია. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტი სახლის პროექტია, რომელსაც ქალაქის გამორჩეულ უბანში მიწის მფლობელი „მეტროპოლისგან“ საჩუქრად მიიღებს. კომპანია ამჯერადაც სრულად მომხმარებლის ინტერესს ერგება, სთავაზობს მას უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოს, ხოლო მესაკუთრე თავად ირჩევს, როგორი ტიპის სახლში უნდა ცხოვრება. 

„მეტროპოლ ლისის“ პროექტისათვის დეველოპერის არქიტექტორებმა ექსკლუზიურად პოტენციური მობინადრეებისთვის ხუთი სხვადასხვა პროექტი შეიმუშავეს. მესაკუთრე თავად გადაწყვეტს, როგორი არქიტექტურული დიზაინის სახლია მისთვის კომფორტული. „მეტროპოლი“ მომხმარებლებს დამატებით სერვისსაც სთავაზობს და სურვილის შემთხვევაში სახლს თავად აუშენებს.

გიორგი მხეიძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი:  „ჩვენი მიზანია ბიზნესპორტფელის დივერსიფიცირება და მომხმარებლისათვის ფართო არჩევანის შეთავაზება. იქნება ეს საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ განკუთვნილი ბინები მრავალფუნქციურ კომპლექსებში თუ კერძო დასახლებები ქალაქის ცენტრთან ახლოს. სწორედ ამ კონცეფციით შეიქმნა „მეტროპოლ ლისის“ პროექტი, რომელიც 2026 წლის ბოლოს დასრულდება და „მეტროპოლის“ ბრენდის ქვეშ ახალი დასახლება და ჩვენი კომპანიის პირველი სუბურბანული კომპლექსი „მეტროპოლ ლისი“ გაჩნდება. 

სახლები მშვიდ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ადგილას - ასეთია ჩვენი ჩანაფიქრი, დანარჩენს უკვე მომხმარებლის სურვილებს მოვარგებთ. 

რაც შეეხება ზოგადად ახალი უბნის განაშენიანებას, ეს ნაწილი დეტალურად გათვლილია. „მეტროპოლ ლისის“ მცხოვრებლები კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებენ. გვინდა, დასახლების სრული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების სტილს მოვარგოთ“. 

სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალ უბანში სულ 70-ამდე ვილა აშენდება. მიწის ნაკვეთების მინიმალური ფართობი 600 M2-ია და 1500-ამდე ადის. საერთო გამოყენებისათვის განსაზღვრულია 3600 M2 ტერიტორია. „მეტროპოლ ლისის“ გამწვანებულ ზონაში მოეწყობა მრავალფეროვანი და ფუნქციურად დატვირთული საბავშვო და სპორტული სივრცეები, ფანჩატურები, ველობილიკი და ღია კინოთეატრი. განსაკუთრებული მდებარეობის გათვალისწინებით მომხმარებელს ხედის ფართო არჩევანი აქვს: ლისის ტბა, თბილისის ანძა და ხედი ქალაქზე. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან 450 მეტრის სიახლოვე კი კომპლექსის მცხოვრებლებისა თუ მათი სტუმრებისათვის გადაადგილებას უფრო ამარტივებს და მოქნილს ხდის. 

ტერიტორიაზე „მეტროპოლს“ მიწის დამუშავების სამუშაოები აქვს დაწყებული. უკვე შემოღობილია სივრცე და გარე განათებების შერჩევა მიმდინარეობს.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „გვინდა, ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების გამოცდილება სრულიად შევცვალოთ და ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო სასიამოვნო გავხადოთ. შესაბამისად, დაგეგმარების ეტაპზევე გავითვალისწინეთ ისეთი დეტალები, როგორებიცაა კეთილმოწყობილი გარემო ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის უახლესი სისტემებით, საერთო სივრცეების კონტროლი, ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი, საპარკინგე ბარიერის მართვა თუ უსაფრთხოების სისტემები. ხაზგასასმელია ისიც, რომ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ელექტროდამტენები. „მეტროპოლ ლისი“ ბაზარზე სრულიად თანამედროვე, გამორჩეული სუბურბანული პროექტი იქნება“. 

„მეტროპოლ ლისის“ პროექტი უკვე ჩაეშვა და წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების შესაძენად ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან მომხმარებელი ფასდაკლებითა და გადახდის შეღავათიანი პირობებით სარგებლობს. პროექტში კვადრატული მეტრის ფასი $159-$225-ია. თუმცა საწყის ეტაპზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი 1 M2-ზე $10-იან ფასდაკლებას მიიღებს. „მეტროპოლ ლისის“ პროექტში სულ 70-ამდე მიწის ნაკვეთი გაიყიდება და, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, კომპანიაში გაყიდვების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ.

„მეტროპოლ ლისი“ კერძო დასახლების პირველი პროექტია „მეტროპოლისათვის“, თუმცა არა ერთადერთი. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა შინდისშიც, სადაც 90 ჰექტარ მიწის ფართობზე დაახლოებით 700-ამდე ვილა განთავსდება. პროექტში წინასწარი გაყიდვები ივნისიდან დაიწყება. 

სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. დეველოპერს ამჟამად ერთი დასრულებული და ექვსი მიმდინარე პროექტი აქვს.

მეტ­რო­პო­ლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტ­რო­პო­ლი“  საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში "მეტროპოლი ბაგები" უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს "მეტროპოლ ქავთარაძისა" და "მეტროპოლ ორთაჭალას" მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის "მეტროპოლ ლისის" მშენებლობა. ბათუმში კი "მეტროპოლ კუბი" და "მეტროპოლ ოვალი" შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს Royal Tulip  განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის "პარალელის" მშენებლობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.                                                 "მეტროპოლის" მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა