„მეტროპოლი“ ისევ საერთაშორისო ფოკუსშია და The Global Economics Award-ის და Luxury Lifestyle Awards-ის გამარჯვებულია
გასული წელი „მეტროპოლისთვის“ გამორჩეული იყო. 2024 წელს „მეტროპოლმა“ სამი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და თბილისსა და ბათუმში მიმდინარე პროექტები მსოფლიო მასშტაბის დაჯილდოებებზე წარადგინა.
ასეთივე წარმატებით დაიწყო 2025 წელიც. „მეტროპოლი“ დამატებით 2 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ექვსი მიმდინარე, კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტით ქართული კომპანია „მეტროპოლი“ The Global Economics-მა ყველაზე მზარდი დეველოპერების სიაში შეიყვანა და 2024 წლის გამარჯვებულად დაასახელა. ავტორიტეტული კონკურსი, ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, ბაზრის საუკეთესო მოთამაშეებს გამოავლენს და ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სწრაფი განვითარებისა და საქმიანობის დაწყებიდან ორ წელიწადში მოპოვებული მაღალი ნდობისათვის მიღებული საერთაშორისო ჯილდო „მეტროპოლის“ წარმომადგენლებს დუბაიში გადაეცათ.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.