„მეტროპოლი“ საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია
დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი“ გლობალური ჯილდოს მფლობელია. საერთაშორისო აღიარება კომპანიამ პროექტისთვის Metropol Oval მიიღო, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმრო საქართველოში. გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად Luxury Lifestyle Awards, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს გამოარჩევს, ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაციასა და პროფესიონალიზმს ასახელებს. წელს Luxury Lifestyle Awards-ზე მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი პროდუქტი და სერვისი შეფასდა. 400 კატეგორიიდან ერთ-ერთში ჯილდო სწორედ საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმში მიმდინარე Metropol Oval-ის პროექტს ერგო.
აღნიშნული გამარჯვებით „მეტროპოლს“ შესაძლებლობა მიეცა, მონაწილეობა მიიღოს TOP 100-ისკონკურსში, რომელიც ასევე მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ქართულ დეველოპერულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს 100 პროექტს შორის კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვოს.
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.