მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მეტროპოლის“ მრავალმილიონიანი პროექტები - დეველოპერული კომპანია 2024-ს აჯამებს

news image
mbc image

57%-იანი ზრდა გაყიდვებში, 150 მილიონი ლარის ინვესტიცია, ექვსი მიმდინარე პროექტი და სამი საერთაშორისო ჯილდო - ამ მაჩვენებლებით დაასრულა გასული წელი დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“. ექვსი ახალი პროექტი და თბილისის ხუთი ახალი უბნის ათვისება, შედეგების გაორმაგება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა კი 2025-ის გეგმების ნაწილია.

„მეტროპოლი“ სამშენებლო ბაზარზე სამი წლის წინათ გამოჩნდა და დაარსების პირველივე წელი ფრანგულ ბრენდთან Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით, 5-ვარსკვლავიანი Royal Tulip-ის აჭარის რეგიონში შემოყვანის ექსკლუზიური უფლებით ჩახურა. კომპანიამ ბიზნესსაქმიანობის არეალში თბილისი და ბათუმი მოაქცია და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული პორტფელი ეტაპობრივად გააფართოვა. მალე მიიპყრო საერთაშორისო ყურადღებაც და არაერთი გლობალური აღიარება მოიპოვა.

ბიზნესის უწყვეტობა, მრავალფეროვანი არჩევანი, მაღალი ხარისხი და სანდოობა - ეს ის მთავარი ფაქტორებია, რაც „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს კომპანიის უპირატესობად მიაჩნია. ამბობს, რომ ბიზნესის წარმოების არჩეული ხედვა არც მიმდინარე წელს შეიცვლება. მამუკა იმედაშვილი „მეტროპოლის“ გასული წლის შედეგებს აჯამებს და დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა