მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მეტროპოლს“ აქვს საკმაოდ მკაფიო და მკაცრი მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის მისასალმებელია - „ანაგის“ გენერალური დირექტორი

news image
mbc image

„მინდა განვაცხადო, რომ მოცემულ პროექტში გამოვიყენებთ ჩვენს სრულ გამოცდილებას, რაც ამ 35 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, როგორც ინტელექტუალური, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ჩართული იქნება პროექტის განხორციელებაში. პროექტი 30 თვეზეა გაწერილი და ვფიქრობთ, ეს ვადა სავსებით საკმარისი იქნება, რომ წარმატებით დავასრულოთ და მომხმარებელს ჩავაბაროთ ის პროექტი, რაც დამკვეთს აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა.

მისი შეფასებით პროექტი „ქავთარაძე მეტროპოლი“, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნიკური გადაწყვეტილების თვალსაზრისით საკმაოდ მომხიბვლელია. 

„ამას ემატება ის, რომ „მეტროპოლ ჯგუფს“ აქვს საკმაოდ მკაფიო და მკაცრი მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის მისასალმებელია, რადგან დეველოპერისთვის აპრიორი არის მშენებლობის ხარისხი, არქიტექტურული გადაწყვეტილება და გამოყენებული მასალების სპეციფიკა. ძირითადად ხდება ევროპული მასალის მოთხოვნა დამკვეთის მხრიდანაც, ხდება იტონკის ბლოკის გამოყენება ტიხრების იზოლაციის თვალსაზრისით. დეველოპერს ორიენტირი აქვს მაღალ ხარისხზე, რაც ერთგვარი გამოწვევაცაა ჩვენთვის და ვფიქრობთ, რომ დათქმულ ვადებში შევძლებთ პროექტის წარმატებულად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა. 

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და სამშენებლო კომპანია „ანაგი“ იწყებენ თანამშრომლობას. ეს არის პროექტი „მეტროპოლ ქავთარაძე“.  სადაც სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ რომელსაც 35 წლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო სექტორში.    

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა